“ვუსტერისა” და “უოსპსის” ფინანსური კრიზისისა და გაკოტრების ფონზე, ინგლისური რაგბის მმართველმა ორგანომ, ორივე კლუბს მძიმე სანქციები დაუწესა. პრემიერშიპის ბინადრები ადგილობრივი ჩემპიონატიდან მოკვეთეს და ევროპის “ჩელენჯ ქაფზე” ასპარეზობაც აუკრძალეს.
- შავი ლომი ქარი ქაფის ნაცვლად ამერიკული რაგბის სუპერ ლიგაში ითამაშებს?!
- სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება
- სუპერ თასი | 7 ლელო და ბონუსი ‘ვულვზთან’
“ჩელენჯ ქაფის” მესვეურები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გამოსავალი მხოლოდ 2 ვარიანტში იძებნება. “ვუსტერსა” და “უოსპს” ქვეჯგუფის მეტოქეებთან წაგება (0:28) ჩაეთვალოთ, ან ორი ინგლისური სარაგბო კლუბი, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალისტებმა – “შავმა ლომმა” და “ლუზიტანუშმა” ჩაანაცვლონ.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის მესვეურები, ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად, ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირზე “შავი ლომისა” და “ლუზიტანუშის” დამატებას განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, გავრცელებულ ინფორმაციას ის გარემოებაც ამყარებს, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი მომავალ კვირას სრულდება, ხოლო “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის მატჩები დეკემბერში აიღებს სტარტს – აღნიშნულიდან გამომდინარე, გასული სეზონის ფინალისტებს კალენდარში პრობლემები არ შეექმნებათ.
![შავი ლომი "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს?! 1 შავი ლომი "ჩელენჯ ქაფზე" იასპარეზებს?! 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/10/333-7.jpg)
შეგახსენებთ, “ჩელენჯ ქაფის” გასული სეზონის გამარჯვებული ფრანგული “ლიონი” გახდა, რომლის ღირსებას დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე იცავენ. “ლიონის” ტრიუმფში ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
- ნინიაშვილისა და საღინაძის ლიონი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია
- დავით ნინიაშვილის 2 ლელო გლაზგო უორიორსის წინააღმდეგ | VIDEO
- ფრანგულმა გამოცემამ ნინიაშვილი Top 14-ის სეზონის აღმოჩენად დაასახელა!