სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

6-7 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის წინა ბოლო ტესტ მატჩები გაიმართა. 6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს ედინბურგში დაუპირისპირდა და 36:9 დამარცხდა.

ტესტ მატჩებზე  UltimateRugby-მ კვირის სიმბოლური გუნდი გააკეთა, სადაც 15 ნომერზე სოსო მათიაშვილი მოხვდა.

ბორჯღალოსნების მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში გამორჩეული მოთამაშე სოსო მათიაშვილი იყო. მან არაერთხელ გაჭრა შოტლანდიელთა დაცვის ხაზი და ბორჯღალოსნებს დიდი უპირატესობა მოუტანა.

სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

სტატიის ავტორი
-