თუ ვინმე გკითხავთ რა არის რაგბი, აჩვენეთ ეს ვიდეო

საფესტივალო ასაკის ბავშვების ვიდეო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. საკუთარი თამაშით უკმაყოფილო და შეშინებული, ატირებული ბავშვის გამხნევება მისმა თანაგუნდელმა სცადა, რომელმაც მეგობრობის, გუნდურობისა და რაგბის ყველა იმ ღირებულების იდეალური დემონსტრირება მოახდინა, რომლითაც სპორტის ეს სახეობა გამოირჩევა.

– ყველა ჩემზე დიდია. ყველა!

– დამშვიდდი, ვალდებული არ ხარ ბოჭვა შეასრულო. ძმაო, მომისმინე. ბობ, მომისმინე. დამიჯერე. შემომხედე, შემომხედე. ბობ, მე ყველაზე პატარა ბავშვი ვარ აქ. მისმინე, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ხარ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ პატარა ხარ. მნიშვნელობა არ აქვს, მაღალი ხარ, თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს, მსუქანი ხარ, თუ არა. ბობ, შენ ბრწყინვალე მორაგბე ხარ. გესმის ეს? შენ წარმოუდგენლად მაგარი ხარ. შენი ასაკისთვის წარმოუდგენლად მაგარი ხარ. მოდი აქ, ჩამეხუტე.

წყარო: top14rugby

თუ ვინმე გკითხავთ რა არის რაგბი, აჩვენეთ ეს ვიდეო

სტატიის ავტორი
-