U 20 | საქართველომ არგენტინას მოუგო – რას წერენ გულშემატკივრები მატჩის შემდეგ?

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა არგენტინა 20:0 დაამარცხა.

World Rugby-ს მიერ უმცროსი ,,ბორღჯალოსნების” გამარჯვების შესახებ დადებულ პოსტს გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი გუნდისადმი საქებარი კომენტარები მოჰყვა:

  • ,,დაპირისპირება ჩვენ მთავარ მეტოქესთან, ქართველ ძმებთან სუპერ, სუპერ ფანტასტიკურია.” ,,ბრავო, ბიჭებო! გილოცავთ! დღეს, იტალიის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო იქნება.” – წერენ იტალიელი ქომაგები
  • ,,შესანიშნავი ქართული გუნდი!”
  • ,,ვაუ! ეს სერიოზული განაცხადია! მოგება და თანაც არცერთი გაშვებული ქულა…”
  • ,,უყურეთ ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება მეტი თამაში ტიერ 1-ის ნაკრებებთან. თქვენ კი აპირებთ ტურნირის შექმნას, სადაც საქართველო 2030 წლამდე ვერ ითამაშებს. ეს უსამართლობაა.”
  • ,,რატომ არ არის საქართველო 6 ერში? ვიცი, რომ ეს 20-წლამდელთა ნაკრებია, მაგრამ თუ ეს საქართველოს მომავალია, მაშინ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ.”
  • ,,საქართველოს საოცარი მოთამაშეები ჰყავს – ან იტალია გააგდეთ და ეს ნაკრები შემოუშვით ან საქართველო, იტალია და სხვა ნაკრებები შეაჯიბრეთ ერთმანეთს 6 ერში ადგილისთვის.”

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მომავალ მატჩს სამშაბათს, 4 ივლისს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

U 20 | საქართველომ არგენტინას მოუგო – რას წერენ გულშემატკივრები მატჩის შემდეგ?

სტატიის ავტორი
-