U20 ბორჯღალოსნების მიერ ემოციურად შესრულებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი | VIDEO

უმცროსი “ბორჯღალოსნები” იტალიაში, U20 ზაფხულის სერიებში იღებენ მონაწილეობას. ტურნირში 6 ერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო და სამხრეთ აფრიკა არიან მიწვეული.

U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში, იტალიის, უელსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ 25 ივნისს, იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც “აძურის” გამარჯვებით, 36:19 დასრულდა.

U20 ზაფხულის სერიების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ვიდეო შემდეგი სახელწოდებით გამოქვეყნდა: “რა არის ორშაბათის დილის იმაზე უკეთესი სტარტი, ვიდრე ახალგაზრდა იტალიელი და ქართველი მორაგბეების მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნების ყურება”

U20 ბორჯღალოსნების განრიგი

25 ივნისი, 22:00 იტალია 36:19 საქართველო

30 ივნისი, 19:00 უელსი Vs. საქართველო

6 ივლისი, 19:00 შოტლანდია Vs. საქართველო

12 ივლისი, ფინალური ბლოკი

U20 ბორჯღალოსნების მიერ ემოციურად შესრულებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი | VIDEO

სტატიის ავტორი
-