U20 მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნები სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ

რაგბის U20 მსოფლიო თასი იტალიაში 28 ივნისს აიღებს სტარტს და 18 ივლისს დასრულდება. U20 მსოფლიო თასს იტალიის 4 ქალაქი უმასპინძლებს (კალვიზანო, ვერონა, ვიადანა, პარმა). რამდენიმე წუთის წინ ქვეჯგუფები გახდა ცნობილი.

შეიძლება ითქვას, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ. B-ჯგუფში, U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიას, უელსსა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

U20 მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნები სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ 1

U20 მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნები სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ

სტატიის ავტორი
-