ვანო კარკაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ,,ბრივი” დატოვა და კარიერას ,,მონპელიეში” გააგრძელებს.

ლაშა მაჭარაშვილთან, ლუკა ჯაფარიძესთან და ლუკა კოტორაშვილთან (ესპუარები) ერთად, კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ,,მონპელიეში” ითამაშებს.

,,მონპელიემ” Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი” კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.

ვანო კარკაძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-