ზედიზედ მეორედ – ანტუან დუპონი 6 ერის საუკეთესო მოთამაშეა

2023 წლის 6 ერის ტურნირი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “სამყურების” ტრიუმფის მიუხედავად, 6 ერის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ, ფრანგი ანტუან დუპონი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ დუპონმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა 6 ერის საუკეთესო მოთამაშის ტიტული – ჯამში, “ლე ბლეს” ნახევარმცველს, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამჯერ (2020, 2022, 2023) აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფანების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წლევანდელ 6 ერზე ტომა რამომ (საფრანგეთი) და მაკ ჰანსენმა (ირლანდია) გაცილებით უკეთ იასპარეზეს.

https://twitter.com/SixNationsRugby/status/1641062682517295105

ზედიზედ მეორედ – ანტუან დუპონი 6 ერის საუკეთესო მოთამაშეა

სტატიის ავტორი
-