Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს. საქართველოს მოგებას არაერთი გავლენიანი სარაგბო გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის იყო Planet Rugby, რომელმაც “ბორჯღალოსნების” გამარჯვებაზე ასეთი რამ დაწერა: საქართველომ კარი შეანგრია: საქართველომ კარდიფში Principality Stadium-ზე უელსთან გამარჯვებით, წელს, იტალიის შემდეგ, მეორე […]
თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული 192-ე სკოლა გახდა
თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა. თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის 192-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა; რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე […]
თორნიკე ჯალაღონიას ლელო კოლომიესთან მატჩში | VIDEO
აკა ტაბუცაძემ გერმანიას მესამე ლელო დაუდო | VIDEO
პეტრე ხუციშვილი კარიერას ორიაკში გააგრძელებს
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი პეტრე ხუციშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. პეტრემ კონტრაქტი “ორიაკთან” გააფორმა. “ორიაკი” PRO D2-ში აპარეზობს და ცხრილში 47 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჯავახიაც ასპარეზობს.
,,ბენეტონის” მორაგბემ, მანფრედი ალბანეზემ მიმდინარე სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 21 წლის სპორტსმენი მალე უნივერსიტეტს ამთავრებს და დიპლომს ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით იღებს, მისივე თქმით, სურს, რომ მომავალი ცხოვრება ბიზნესს დაუკავშიროს და არა რაგბის. ,,ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ახალი პროფესიული გზის დასაწყებად სწორი დროა. ზაფხულში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს ვამთავრებ. ეს […]
მაისაშვილი და ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამუშაო შეხვედრაზე
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მწვრთნელთა და მსაჯთა სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. მსოფლიო თასის ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი და ელიტური პანელის მსაჯები ლონდონში შეიკრიბნენ. ახალი წამოწყების ინიციატორი მსოფლიო რაგბის მსაჯთა ხელმძღვანელი ჟოელ ჟუშია. მისი მიზანია, რომ თამაში უფრო სანახაობრივი გახდეს და მსაჯებს ნაკლებად მოუწიოთ […]
ვეტერანი ბორჯღალოსანი ფრანგულ სარაგბო კლუბს გაწვრთნის
ვეტერანი “ბორჯღალოსანი” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელი კაპიტანი – შალვა სუთიაშვილი, ფრანგული სარაგბო კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სუთიაშვილი საფრანგეთის რანგით მე-4 დივიზიონში (ფედერალ 1) მოასპარეზე “ბარბეზიეს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სუთიაშვილმა “ბორჯღალოსნების” კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო […]
ნიკა ამაშუკელის მიმართვა | VIDEO
ნიკა ამაშუკელი გახდა Tier 2 ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის მატჩებს გაუძღვება. საუკეთესო ქართველი მსაჯი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დანიშნულ არბიტრებს შორისაა. სასიხარულო ამბის გავრცელების შემდეგ, ნიკა ამაშუკელმა მიმართვა გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
საუკეთესო ქართველი არბიტრის მორიგი აღიარება
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი 6 ერისა და ჩემპიონთა თასის განსაკუთრებულ მოვლენებს აფასებს. The Guardian-ის გუნდმა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტულ გამოცემას უყურადღებოდ არც ნიკა ამაშუკელი დარჩენია. ბრიტანულმა გამოცემამ, ყველაზე მზარდი და პროგრესული მსაჯები დაასახელა. სადაც პირველი ადგილი ნიკა ამაშუკელმა (საქართველო) დაიკავა – მეორეზე ლიუკ პირსი (ინგლისი) დასახელდა, […]
დიდი 10-ის საუკეთესო XV-ეულის შემადგენლობა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ
17 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო სელექციური გუნდი პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში პოლონეთის რაგბის ფედერაციის მიწვევით იმართება და საქართველოდან დიდი 10-ის კლუბების შერჩეული მოთამაშეები იქნებიან წარდგენილი. სამატჩო რაზმი პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ
ბორჯღალოსნები | მზადების პირველი კვირა
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]