ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა – ვლადიმერ ნუცუბიძემ, Live.ge-სთან, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლაშა ბექაურის მოხსნის მიზეზი განმარტა. “სამწუხარად წარმატებული ილეთის შესრულებისას ლაშამ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და მისი ტატამთან შეხების პირველი წერტილი იყო თავი, რაც ახალი წესებით ისჯება “ჰანსოკუ მაკე”-თი. მსგავსად ლუკა მაისურაძისა და მონღოლის შეხვედრისა. იმედია ლაშა და ლუკა წარმატებით გააგრძელებენ ბრძოლას და საქართველოს ყულაბა ორი ბრინჯაოს […]