“ის ენცოს ძალიან ცუდად მოექცა” – რომერომ ახსნა თუ რატომ აღნიშნა გამარჯვების გოლი მბაპეს წინ
არგენტინის ნაკრების მცველმა კრისტიან რომერომ გაამხილა მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი კილიან მბაპეს წინ აღნიშნა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, […]
ხულიან ალვარესს თანაკლუბელებმა მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს | VIDEO
გამოკითხვა აჩვენებს, რომ არგენტინელებს მომავალ პრეზიდენტად მესი სურთ
ახალი ამბავი არ არის, რომ მესი არგენტინაში სიგიჟემდე უყვართ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ლეოს სიყვარული სამშობლოში გაასმაგდა. “ალბისელესტემ” მსოფლიო ჩემპიონობა 1986 წლის შემდეგ პირველად იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ, მარადონას მსგავსად, შეძლო ამ ტიტულის მოგება. ბევრის აზრით, ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რაც მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობამდე აკლდა. ახლა, როდესაც მესიმ საბოლოოდ შეძლო […]
მბაპემ ემილიანო მარტინესის დაცინვას პასუხი გასცა
ემილიანო მარტინესმა უამრავი კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც უცნაურად აღნიშნა ოქროს ხელთათმანის მოგება. გარდა ამისა, მას საჩემპიონო აღლუმზე ხელში თოჯინა ეჭირა, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა. გარდა ამისა, არგენტინელმა კარის დარაჯმა გასახდელში მის თანაგუნდელებს სთხოვა კილიანის პატივსაცემად წუთიერი დუმილი მიეძღვნათ. ფრანგმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თავი კარგად წარმოაჩინა. გარდა იმისა, რომ გუნდს კრიტიკულ მომეტში ულიდერა ემილიანო […]
“ის მესის ჰგავს, არა?” – პეპ გვარდიოლა ხულიან ალვარესზე
“ლიდსთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, რომლითაც “სიტიმ” პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვალა, პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ხულიან ალვარესზეც ისაუბრა. “ის მესის ჰგავს, არა? მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოუწია, რათა დაწინაურებულიყო იმ პოზიციაზე, რომელსაც იმსახურებს.“ გვრადიოლამ არგენტინის ჩემპიონობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ალბისელესტეს”, როგორც ნიდერლანდებთან, ისე საფრანგეთთან ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია. “არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი, რომ […]
მესის საჩუქარი ლეგენდარული კრიკეტის მოთამაშის ქალიშვილს
ლიონელ მესის, რომ მთელი მსოფლიო იცნობს ამაზე დავა არ ღირს. ის დიდი პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთელის გულშემატკივრებში არ სარგებლობს. მას თაყვანისმცემლები სხვა სპორტიდანაც ჰყავს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შვიდი წლის ზივა დონია. ზივა არის ინდოეთის კრიკეტის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მაჰენდრა სინგ დონის ქალიშვილია, რომელიც ლეოს დიდი გულშემატკივარია. მსოფლიო ჩემპიონმა მის პატარა ქომაგს საშობაოდ არგენტინის მაისური […]
“რა თქმა უნდა, ფინალში შეცდომები იყო” – სიმონ მარჩინიაკი
სიმონ მარჩინიაკმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს წარუძღვა, აღიარა, რომ საფრანგეთისა და არგენტინის დაპირისპირების დროს შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა მსაჯმა, როგორც ექსპერტებისა და გულშემატკივრების შექება, ასევე ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარის პიერლუიჯი კოლინას კომპლიმენტები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, თავად სიმონი თვლის, რომ თამაშში ხარვეზები იყო და მის შეცდომაზეც ხმამაღლა საუბრობს. “რა თქმა უნდა, ფინალში შეცდომები იყო. მარკოს […]
საფრანგეთის გულშემატკივრებს სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადათამაშდეს
როგორც SPORT BIBLE იტობინება, დაახლოებით 200,000 ფრანგმა გულშემატკივარმა პეტიციას მოაწერა ხელი, რომლიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას მოითხოვს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე […]
“მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდები” – დი მარიას და მისი მეუღლის მიმოწერა გასაჯაროვდა
მეუღლესთან გაგზავნილი შეტყობინებები აშკარად ცხადყოფს იმას, რომ ანხელ დი მარია დარწმუნებული იყო მისი გუნდის ჩემპიონობაში. ანხელი ფინალისთვის დაუბრუნდა არგენტინის სასტარტო თერთმეტეულს და პირველ ტაიმში მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო. ლიონელ სკალონის თამაშის გეგმა მას შემდეგ აირია, რაც მოედნიდან 64-ე წუთზე დი მარია გაიყვანა. სიტუაცია უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ სწრაფი დუბლი გაიტანა. ნერვიული […]
ლიონელ მესის წითელი ლენტის საინტერესო ამბავი
ლიონელ მესისა და წითელი ლენტის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოა. არგენტინელი მას იღბალისთვის ხშირად ატარებს და ამისა გარდა, თანაგუნდლებსაც უზიარებს. ბოლოს აღნიშნული ლენტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გასახდელში მესის ფეხზე შეამჩნიეს. GMS-ის ცნობით, ის ტელეჟურნალისტმა რამა პანტაროტომ ფეხბურთელს ოთხი წლის წინ, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე აჩუქა. ჟურნალისტმა მხიარულად აღნიშნა, რომ დედამისს მესი უფრო უყვარდა, ვიდრე ის. მისივე თქმით, […]
უნდა ჩათვლილიყო თუ არა, მესის მეორე გოლი საფრანგეთის კარში?
ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe წერს, რომ არგენტინის მესამე გოლი საფრანგეთის კარში არ უნდა ჩათვლილიყო. “რეგლამენტის თანახმად, დამატებით დროში მესის მიერ გატანილი მეორე გოლი სიმონ მარცინიაკს არ უნდა ჩაეთვალა. სანამ ბურთი უგო ლორისის კარის ხაზს გადაკვეთდა, არგენტინელი სათადარიგოები უკვე მოედანზე იყვნენ. ვიდრე მესი ბურთს მეტოქის კარში გადაგზავნიდა, სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბრურთელები მოზღვავებული ემოციების გამო, მოედანზე შემოვიდნენ, […]
ყველა რეკორდი, რომელიც მესიმ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა
ერთთვიანი საფეხბურთო საგა კატარში დასრულებულია. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმა. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალი მეექვსედ ითამაშეს და აქედან მხოლოდ სამი დასრულდა მათი წარმატებით. არგენტინის ჩემპიონობის გარდა, უდიდესი მოვლენა იყო ლიონელ მესის მსოფლიო თასით ხელში ხილვა. 35 წლის ფეხბურთელმა ნანატრი ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. 2014 წლის მუნდიალის ფინალში, გერმანიასთან […]