2021 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ახალი წლიდან ახალ ისტორიას წერს. ნიკა ამაშუკელი ტიერ2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს. 6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე ცენტრში იმსაჯებს. მნიშვნელოვანია, […]