ტენერიფემ მოიგო | შერმადინის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ არენაზე, “ბრეგანს” უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:78, “ტენერიფეს” გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე ჯამში 26 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 19 ქულით, 5 მოხსნით და 3 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მისი მარგი […]
ტენერიფემ მოიგო | შერმადინის 20 ქულა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფემაც” იასპარეზა. ტენერიფეელები გასვლით მატჩში, “ხოვენტუდს” დაუპირისპირდნენ, სადაც მეტოქე 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 74:58, დაამარცხეს. ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გიორგიმ პარკეტზე გატარებულ 26:46 წუთში, 20 ქულას, 9 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ამ გამარჯვებით […]
ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა | შერმადინმა გუნდს 10 ქულა მოუტანა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საშინაო არენაზე “ვალენსიას” დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით – 78:80, დასრულდა. გიორგიმ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულით, 5 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. შერმადინის გუნდი სატურნირო ცხრილში 9 მოგებითა და 8 მარცხით, […]
ბურჯანაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ | ბეტისი ისევ აგებს…
კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს. ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს. მე-6 ტურის შეხვედრაში, ბურჯანაძეს, ძველი კლუბის, “გრან კანარიას”, წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა. “გრან კანარიასა” და “რეალ […]
ბეტისი ბარსელონასთან დამარცხდა | ბექა ბურჯანაძემ გუნდს 11 ქულა მოუტანა
კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს. ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს. მე-5 წრის შეხვედრებში, “რეალ ბეტისის” მეტოქე “ბარსელონა” გახლდათ. კატალონიელები გასვლით შეხვედრაში უპირობო ფავოტირად იყვნენ მიჩნეულნი […]
ტენერიფე შერმადინის გარეშე | მარცხი მადრიდის რეალის წინააღმდეგ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხე წრის შეხვედრები გაიმართა. საყურადღებოა, რომ გიორგი შერმადინი ტრავმის მიზეზიდან გამომდინარე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარა, რაც “ტენერიფესათვის” უმნიშვნელოვანესი დანაკლისი გახლდათ, თანაც მაშინ, როცა მათ ოპონირებას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი მადრიდის “რეალი” უწევდათ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელებმა საკუთარ პარკეტზე 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 86:77 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრას ტენერიფეელები 6 ოქტომბერს, […]
შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი “ბურგოსია”, რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი “ბურგოსის” საშინაო არენაზე გაიმართა და “ტენერიფემ” დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. […]
შერმადინის მორიგი MVP | ტენერიფე კვლავ იმარჯვებს
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ პარკეტზე “ესტუდიანტესს” უმასპინძლა. შეხვედრა პირველივე მეოთხედიდან კუნძულელების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ კი 24-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 101:77 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 30-ე ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის საგზური ორმა გუნდმა გაინაღდა, ესენი არიან – “რეალი” (29 მოგება / 1 მარცხი) და “ბარსელონა” (25 მოგება / 4 მარცხი), მე-3 […]
საკალათბურთო კლუბ ბარსელონას ახალი მწვრთნელი ეყოლება
ესპანეთის 2019/20 წლების საკალათბურთო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ესპანური ასპარეზი სხვა ფორმატით გაგრძელდა, რომლის გამარჯვებული ქართველთა და ვიტორიელთა სასიხარულოდ, თორნიკე შენგელიას კაპიტნობით მოასპარეზე “ბასკონია” გახდა. ფინალურ შეხვედრაში “ბასკონიამ” “ბარსელონას” დაძაბულ თამაშში, ანგარიშით – 69:67 სძლიეს. აღნიშნული მარცხიდან გამომდინარე, “ბარსელონას” მესვეურებმა 70 წლის სერბი სპეციალისტი, სვეტისლავ პეშიჩი, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, […]
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიამ ყველა სპორტული ღონისძიება შეაჩერა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონათი არასტანდარტული ფორმატით გაგრძელდა. ახალ ფორმატში ქართველი ლეგიონერების გუნდები უდანაკარგოდ მოხვდნენ და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებსაც მართავენ. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” დღეს უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში გიორგი შერმადინის ყოფილი გუნდი “უნიკახა” ოვერტაიმში 1-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 3 წამი გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, […]
გიორგი შერმადინის 20 ქულის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საშინაო არენაზე, ცხრილის სათავეში მყოფი “ბარსელონას” წინააღმდეგ დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, დასკვნით მეოთხედში ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიში 4-ჯერ გაათანაბრა, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “ტენერიფე” 4 ქულით, ანგარიშით – 83:87 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 […]