ბეტისი ბარსელონასთან დამარცხდა | ბექა ბურჯანაძემ გუნდს 11 ქულა მოუტანა

კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს.

ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს.

მე-5 წრის შეხვედრებში, “რეალ ბეტისის” მეტოქე “ბარსელონა” გახლდათ.

კატალონიელები გასვლით შეხვედრაში უპირობო ფავოტირად იყვნენ მიჩნეულნი და ასეც მოხდა, მათ ქართველი ლეგიონერის გუნდი 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 61:78, დაამარცხეს.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 21:09 წუთში, საკუთარ გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში “ბარსელონა” 6-დან 6 მოგებით არის წარმოდგენილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ 18-დან 16 გუნდს 5 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და კატალონიელებთან ერთად მადრიდის “რეალიც” დაუმარცხებელია, თუმცა მათ 5-დან 5 გამარჯვება აქვთ. “რეალ ბეტისს” კი რთული მდგომარეობა აქვთ, მათ პირველ რაუნდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიჯრით 4 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-17 ადგილს იკავებენ.

ბეტისი ბარსელონასთან დამარცხდა | ბექა ბურჯანაძემ გუნდს 11 ქულა მოუტანა

სტატიის ავტორი
-