,,პსვ ეინდჰოვენის” ყოფილი ფეხბურთელი, მარიო გიოტცე ფრანკფურტის ,,აინტრახტში” ითამაშებს. ინფორმაციას გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 30 წლის შემტევმა ფრანკფურტელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ,,აინტრახტში თამაშს მოუთმენლად ველი. ეს კლუბი არაჩვეულებრივად განვითარდა და ახლა საინტერესო, ამბიციურ გზაზე დგას. აქ ყველაფერი მომწონს – ქალაქი, სტადიონი გულშემატკივრები. ბუნდესლიგაში დაბრუნებასაც ველოდები, გარდა ამის, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი […]