12 სექტემბრიდან ტოკიოში აკი ბაშო აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც. იაპონურმა სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სუმოს სამყაროს ტერუნოფუჯის სახით ახალი იოკოძუნა ეყოლება, რომელიც აღნიშნული სტატუსით პირველ ბაშოს ჩაატარებს. რეიტინგის სათავეში განვლილი ბაშოს ჩემპიონი, იოკოძუნა […]