ყაზახეთის ჩემპიონატში 2021 წლის სეზონი დაიწყო. პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს “ტობოლი” და “აკჟიანი” დაუპირისპირდნენ. მატჩი კოსტანაის კლუბის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც 30-ე წუთზე გატანილ გოლში თავისი წვლილი შეიტანა. მეტოქის საჯარიმოში 28 წლის ქართველი ფორვარდის აქტიური ქმედების შემდეგ აზატ ნურგალიევმა მეტოქის […]