საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი”, 2022 წლის საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. აჭარული გუნდი თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას გადის და შემადგენლობის გაძლიერებაზეც მუშაობს. გუნდმა ყველა ხაზში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ყველაზე მეტად გაძლიერებას ცენტრალური დაცვის ზონა საჭიროებდა, სადაც გია გეგუჩაძის გუნდს სიახლე აქვს. ახალი სეზონიდან, “დინამო ბათუმის” რიგებს განელი […]