საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, რაც ნაჩვენებ შედეგებშიც აისახება. ვილი სანიოლის გუნდს ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს, ბოლოს კი გოლი 7 ტაიმის წინ, ანუ 2021 წლის 12 ოქტომბერს, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო […]