50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
უეფა ოფსაიდთან დაკავშირებით წესებს ცვლის
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი გაუგებრობაა თამაშგარე მდგომარეობასთან დაკავშირებით, “უეფა” ახალ წესს გვთავაზობს. “მომავალი სეზონიდან თამაშგარე მდგომარეობის ხაზი უფრო ფართო იქნება და ოფსაიდი უფრო მკაფიოდ უნდა ფიქსირდებოდეს. ერთ სანტიმეტრიანი ოფსაიდი, ოფსაიდი აღარ იქნება. “ვარ” სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს თუ ოფსაიდი ძალიან მკაფიოა. ამისათვის კი ხაზები უფრო ფართოდ უნდა იყოს გავლებული” – […]
ალექსანდერ ჩეფერინის ინტერვიუ – “როგორი იქნება ფეხბურთი კორონავირუსის შემდეგ”
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი აცხადებს რომ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, როგორც აქამდე იყო ცნობილი, 1 წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ალექსანდერ ჩეფერინმა The Guardian-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე გამოთქვა საკუთარი აზრი. “ცხადია, რომ არა კორონავირუსი, ევრო 2020 არსებულ ვადებში წარმატებით ჩატარდებოდა, თუმცა გამომდინარე არსებული სიტუაციიდან ტურნირის […]
უეფას პრეზიდენტი კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას გამოეხმაურა
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ და ევრო 2020-ს მეორე სათამაშო დღეს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მსგავს მომენტებს ცხოვრებაში ყველაფერი პერსპექტივაში გადააქვს. კრისტიანს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვლოცულობ, რომ მის ოჯახს ძალა და რწმენა ჰქონდეს. ასეთ დროს საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა განსაკუთრებით ძლიერია. გავიგე, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს მღეროდნენ. ფეხბურთი მშვენიერია და კრისტიანი მას […]
უეფას პრეზიდენტი – სეზონი შესაძლოა მთლიანად ჩაიშალოს
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო, შეჩერებულია აბსოლიტურად ყველა სპორტული ღონისძიება. “უეფამ” თავის ბოლო ვიდეომიმართვაში ახსენა, რომ სეზონის დასრულება ოდნავ გადაიწევს და საბოლოო რეზულტატები 30 ივნისს იქნება ცნობილი. სულ ცოტა ხნის წინ, “უეფას” პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა: “თუ მსოფლიოში სიტუაცია არ შეიცვლება და არ იქნება იმის საშუალება, რომ ჩემპიონატები მაისში განახლდეს, მაშინ სეზონი დიდი ალბათობით ჩაშლილად გამოცხადდება.” […]
ევროპის ჩემპიონატი ერთ ქვეყანაში? – უეფა ტურნირთან დაკავშირებით ცვლილებებს გეგმავს
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი, ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარების იდეას განიხილავს. “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურნირის განსხვავებული მასპინძლობის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც კორონავირუსი არ არსებობდა… ეს იყო ევროკავშირის კომისიის ინიციატივა, რომელსაც სურდა საფეხბურთო ზეიმი მთელ ევროპაში ყოფილიყო. მაგრამ მე ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრე ჩეფერინი, რომელიც ძალიან […]
ჩეფერინი: “ყველაფერი 3 აგვისტომდე უნდა დასრულდეს”
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულების შესაძლო ვარიანტების შესახებ ისაუბრა. “3 აგვისტოს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს ეხება როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპის ლიგას. ეს უპრეცედენტო სიტუაციაა და მას უნდა მოვერგოთ. მატჩების ჩატარება იმ დღეებშიც კი შეიძლება, როცა ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება. ჩვენ კრიზისში ვართ და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ფეხბურთელების, მსაჯების და […]