ყოფილი უკრაინელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, მიიჩნევს, რომ რუს სპორტსმენებს მონაწილეობა ყველა სპორტულ სახეობაში უნდა აეკრძალოთ: ,,ვფიქრობ, იმისათვის, რომ რუს სპორტსმენებს თამაშის უფლება მისცე, საკმარისი არ არის, ერთი-ორი სიტყვით თქვან, რომ ომის წინააღმდეგნი არიან. არაფერს არ ცვლის ის ფაქტი, რომ ისინი დროშის გარეშე, ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობენ. დაწესებული სანქციებიც კი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს, რუსეთის პრეზიდენტის შესაკავებლად არასაკმარისია. […]