იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა […]
მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება “უდინეზესთან” სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს. როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ […]
“კვარას შანსი ექნება, მაგრამ ის უნდა შევზღუდოთ” – სასუოლოს მთავარი მწვრთნელი
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, “სასუოლო” სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. “სასუოლოს”, რომელიც უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. “პარტენოპეისთან” გასამართი მატჩის წინ, “სასუოლოს” მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ პრესკონფერენცია გამართა და მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. დიონისის უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩენია – იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ […]