ალისონის მე-2 შეცდომა და სტერლინგის გოლი ლივერპულის კარში (ვიდეო)
ალისონის შეცდომა და გიუნდოგანის დუბლი (ვიდეო)
სალაჰის შესანიშნავი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
პრეიმერ ლიგის ვარსკვლავების სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად დაეცა
ფეხბურთელები კლუბებში მიდიან და მოდიან. ზოგი მათგანი ისეთ დონეზე ახერხეს ასპარეზობას, რომ მათი ფასი კოლოსალურად იზრდება. კორონავირუსის გამო მსოფლიოში და ფეხბურთშიც დიდი ფინანსური კრიზისია. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ გუნდები ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელებში კოლოსალური თანხების გადახდას. გთავაზობთ პრემიერ ლიგის ვარსკვლავების ფასებს, კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ. “ლივერპული”: მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე – 135 მილიონი ევროდან, 89 მილიონი […]
შესნი: “მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვარ”
პოლონეთის ნაკრებისა და “იუვენტუსის” კიპერმა ვოიცეხ შესნიმ ხუმრობით აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. “როდესაც “რომაში” გადავედი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე – ალისონი სათადარიგოთა სკამზე დავსვი. როდესაც “იუვენტუსში” გადავედი ლეგენდარული ბუფონი სათადარიგოთა სკამზე დავსვი. მე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვარ. თუ ფაბიანსკი პოლონეთის ნაკრების სათადარიგოთა სკამზე დამსვავს – საუკეთესო ის გახდება”, – აღნიშნა ვოიცეხ შესნიმ.
ალისონმა ოქროს ბურთის მოგების შესაძლებლობაზე ისაუბრა
“ლივერპულის” მაისურით ჩატარებული ფენომენალური სეზონის პარალელურად, ალისონმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაშიც გასაოცარი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი. მიუხედავად საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებისა, ბრაზილიელი კიპერი მიიჩნევს, რომ იგი ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტთა შორის არაა. ოქროს ბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მეკარე უპრესტიჟულესი ჯილდოს მფლობელი გახდა. 1963 წელს, ლევ იაშინმა ოქროს ბურთი მოიპოვა. “ამ ჯილდოს მისაღებად […]
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე ცნობილია
მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა მიმდინარეობს. უშუალოდ კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე გამოვლინდა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ ალისონი დასახელდა. “ლივერპულის” ბრაზილიელმა კიპერმა ფენომენალური ასპარეზობით დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდო. Brilliant, @Alissonbecker 🙌 #UCLdraw pic.twitter.com/RbAPEouu2e — Liverpool FC (@LFC) August 29, 2019
დანი ალვეშმა კარიერაში მე-40 ტიტული მოიპოვა
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრები კოპა ამერიკას გამარჯვებულია – “სელესაომ” “მარაკანას” სტადიონზე პერუს ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა და თასს მეცხრედ დაეუფლა. 36 წლის დანი ალვეშმა კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო (36 საკლუბო და 4 სანაკრებო დონეზე). ეროვნულ ნაკრებში ალვეშს კოპა ამერიკა (2007, 2019) და კონფედერაციის თასი (2009, 2013) აქვს მოგებული. ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დანი ალვეში ტურნირის საუკეთესო […]
რობერტსონი: “ალისონის პერფორმანსი გამაოგნებელი იყო”
მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველი, “ლივერპულის” მეკარის პერფორმანსით აღფრთოვანდა. ენდი რობერტსონის მტკიცებით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ალისონმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ფენომენალური სეზონი გენიალურად დააგვირგვინა. “ის ნამდვილი კაცია. ალისონის “ლივერპულში” გადმოსვლის შემდეგ, მის შესახებ ბევრი საუბრობდა და იგი დიდ წნეხში იყო მოქცეული – თუმცა ფენომენალური ასპარეზობით მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.” “ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ […]
ალისონის მორიგი მიღწევა
მიუხედავად იმისა რომ “ლივერპულმა” უმნიშვნელოვანეს დერბიში “ევერტონთან” ქულები დაკარგა, სტატისტიკის თვალსაზრისით “მერსისაიდელთა” მეკარის, ალისონ ბეკერისთვის ეს მატჩი წარმატებული აღმოჩნდა. ბრაზილიელ გოლკიპერს ამ სეზონში პრემიერლიგაში გაშვებულ გოლზე მეტი (15) მშრალად შენახული კარი აქვს (17). კლუბის რეკორდი პეპე რეინას ეკუთვნის რომელმაც ერთ-ერთ სეზონში 20 მატჩში შეინახა კარი მშრალად, თუმცა როგორც ჩანს ალისონი ამ რეკორდს გააუმჯობესებს.
კლოპი: “ალისონი იმდენად კარგია, რომ მასში ორმაგს გადავიხდიდი”
“ნაპოლისთან” დაპირისპირებისას, ბოლო წუთებში გაკეთებული საოცარი სეივის დამსახურებით, “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში გადაინაცვლა. ალისონის შესანიშნავი თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა და ბრაზილიელი მეკარისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “”წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ მოახერხა. ამ მომენტში არავინ ელოდა, რომ ალისონი კარის დაცვას მოახერხებდა. რომ მცოდნოდა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ალისონი, მასში ორმაგ თანხას […]