ეკვადორი 1:1 ბრაზილია – კარატეს მასტერკლასი ეკვადორელი მეკარის შესრულებით | VIDEO
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ეკვადორი ბრაზილიას დაუპირისპირდა. ეკვადორში გამართული დაძაბული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. კაზემირომ სტუმართა დაწინაურება პირველი ტაიმის საწყის წუთებზე შეძლო, თუმცა ფელიქს ტორესმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გატანილი ორი გოლი “ესტადიო როდრიგო პაზ დელგადოზე” გამართული დრამის მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან 2 ფეხბურთელი გააძევა […]
კლოპი: “ალისონი იმდენად კარგია, რომ მასში ორმაგს გადავიხდიდი”
“ნაპოლისთან” დაპირისპირებისას, ბოლო წუთებში გაკეთებული საოცარი სეივის დამსახურებით, “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში გადაინაცვლა. ალისონის შესანიშნავი თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა შეაფასა და ბრაზილიელი მეკარისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “”წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ მოახერხა. ამ მომენტში არავინ ელოდა, რომ ალისონი კარის დაცვას მოახერხებდა. რომ მცოდნოდა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ალისონი, მასში ორმაგ თანხას […]
ბრიტანულმა გამოცემამ Givemesport-მა სეზონის დასრულების წინ წლის საუკეთესო 11-ეული დაასახელა. მეკარე: ალისონი მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდიმ (ლივერპული) ჟოელ მატიპი, (ლივერპული) კალიდუ კულიბალი, (ნაპოლი) ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი, (ლივერპული), კრისტოფერ ნკუნკუ, (ლაიფციგი) თომას მიულერი, (ბაიერნი) თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, (რეალ მადრიდი) კილიან მბაპე, (პსჟ) რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) მიუხედავად არაერთი ლოგიკური არჩევანისა, ფეხბურთის გულშემატკივარი გამოცემის ზოგიერთმა […]
მუნდიალი 2022 | ისტორიაში პირველად – ბრაზილიის ნაკრების ორი უნიკალური შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე
კატარში მიმდინარე მუნდიალის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ამ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აღიარებულმა ბრაზილიის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელმაც სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს 1/8-ფინალურ მატჩში, სტადიონ 974-ზე – 4:1 სძლია. ამ შეხვედრაში “სელესაომ” გულშემატკივარს ულამაზესი ფეხბურთი შესთავაზა და ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგიც დააფიქსირა. სამხრეთამერიკელებმა აზიურ ნაკრებთან დაპირისპირებისას 2 უნიკალური მიღწევა დააფიქსირეს, რაც აქამდე არავის უჩვენებია. კონკრეტულად, ბრაზილიის ნაკრებმა […]
ოფიციალურად | არსენალისა და ლივერპულის დაპირისპირება გადაიდო
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც “არსენალი” “ლივერპულს” უნდა დაპირისპირებოდა გადაიდო. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის გადადების მიზეზი მერსისაიდული გრანდის რიგებში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებია. ალისონ ბეკერი, რობერტო ფირმინო, ჯოელ მატიპი, იურგენ კლოპი და მისი ასისტენტი პეპ ლინდერსი კოვიდ ინფიცირებულები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. “ლივერპულმა” 5 იანვარს საწვრთნელი ბაზაც დახურა. “ლივერპულის” წარმომადგენლებმა ინგლისის ფეხბურთის […]
პრეიმერ ლიგის ვარსკვლავების სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად დაეცა
ფეხბურთელები კლუბებში მიდიან და მოდიან. ზოგი მათგანი ისეთ დონეზე ახერხეს ასპარეზობას, რომ მათი ფასი კოლოსალურად იზრდება. კორონავირუსის გამო მსოფლიოში და ფეხბურთშიც დიდი ფინანსური კრიზისია. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ გუნდები ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელებში კოლოსალური თანხების გადახდას. გთავაზობთ პრემიერ ლიგის ვარსკვლავების ფასებს, კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ. “ლივერპული”: მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე – 135 მილიონი ევროდან, 89 მილიონი […]
პრემიერ ლიგის 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნების მიხედვით
პრემიერ ლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ჩემპიონატია. აქ თავმოყრილია უამრავი ლეგიონერი, რომლებმაც ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” დაასახელა სხვადასხვა ეროვნების 5-5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. არგენტინა 1) სერხიო აგუერო 2) კარლოს ტევესი 3) პაბლო საბალეტა 4) ხავიერ მასკერანო 5) გაბრიელ ჰაინცე ბელგია 1) ედენ აზარი 2) კევინ დე ბრუინი […]
რობერტსონი: “ალისონის პერფორმანსი გამაოგნებელი იყო”
მერსისაიდული გრანდის განაპირა მცველი, “ლივერპულის” მეკარის პერფორმანსით აღფრთოვანდა. ენდი რობერტსონის მტკიცებით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ალისონმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ფენომენალური სეზონი გენიალურად დააგვირგვინა. “ის ნამდვილი კაცია. ალისონის “ლივერპულში” გადმოსვლის შემდეგ, მის შესახებ ბევრი საუბრობდა და იგი დიდ წნეხში იყო მოქცეული – თუმცა ფენომენალური ასპარეზობით მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მეკარეა.” “ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ […]
სალაჰის შესანიშნავი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში (ვიდეო)
ტრაგედია ალისონის ოჯახში: ბრაზილიელი მეკარის მამა ტბაში დაიხრჩო
“ლივერპულის” მეკარე ალისონ ბეკერის ოჯახს თავს ტრაგედია დაატყდა – ბრაზილიელი მეკარის მამა ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა. ალისონის მამა 24 თებერვალს, სამხრეთ ბრაზილიის საკურორტო შტატ კაკაპავა დო სულიში დასასვენებლად იმყოფებოდა და ტბაში ცურვის დროს დაიხრჩო. 57 წლის ხოსე ბეკერი საკუთარ სახლთან არსებულ კაშხალთან ცურავდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, მისი ცხედარი რამდენიმე საათში მეგობრებისა […]
შესნი: “მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვარ”
პოლონეთის ნაკრებისა და “იუვენტუსის” კიპერმა ვოიცეხ შესნიმ ხუმრობით აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. “როდესაც “რომაში” გადავედი მსოფლიოს საუკეთესო მეკარე – ალისონი სათადარიგოთა სკამზე დავსვი. როდესაც “იუვენტუსში” გადავედი ლეგენდარული ბუფონი სათადარიგოთა სკამზე დავსვი. მე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვარ. თუ ფაბიანსკი პოლონეთის ნაკრების სათადარიგოთა სკამზე დამსვავს – საუკეთესო ის გახდება”, – აღნიშნა ვოიცეხ შესნიმ.
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე ცნობილია
მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა მიმდინარეობს. უშუალოდ კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე გამოვლინდა. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ ალისონი დასახელდა. “ლივერპულის” ბრაზილიელმა კიპერმა ფენომენალური ასპარეზობით დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდო. Brilliant, @Alissonbecker 🙌 #UCLdraw pic.twitter.com/RbAPEouu2e — Liverpool FC (@LFC) August 29, 2019