,,ლივერპულმა” პრემიერლიგის 36-ე ტურში ,,ვესტ ბრომვიჩთან” სტუმრად 2:1 მოიგო. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე ,,მერსისაიდელთა” მეკარემ, ალისონ ბეკერმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა: ,,ბოლო თვის განმავლობაში ძალიან ემოციური ვიყავი. მე და ჩემს ოჯახს ბევრი რამ გადაგვხდა, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. რაც თავი მახსოვს, სულ მამაჩემთან ერთად ვთამაშობდი. იმედი მაქვს, ის აქ იყო და ყველაფერი […]