UFC-ის ცხელი ზაფხული – საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება. ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. […]
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა, ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ნომერ პირველმა მებრძოლმა, წარსულში მიღებული ტრავმის გამო, ოპერაცია მარჯვენა ხელზე ჩაიტარა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ “სთორიში”, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს, დვალიშვილს კიდევ ერთი ქართველი […]
ალჯამაინ სტერლინგმა წონის შეცვლა კიდევ ერთხელ დააანონსა
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა ESPN MMA-სთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და წონის შეცვლა კიდევ ერთხელ დააანონსა. View this post on Instagram A post shared by ESPN MMA (@espnmma) “დავამარცხებ სეხუდოს. დავამარცხებ ო’მალის. ავალ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შევებრძოლები ვოლკანოვსკის ან როდრიგესს. ამის შემდეგ, შეიძლება, ერთხელ დავიცვა ქამარი და შემდეგ ყველაფერი დასრულდება.” – განაცხადა იამაიკელმა […]
“ერთგულება, ღირსება და პატივისცემა ფულზე მეტია” – ფრევოლამ მერაბზე გაკეთებული კომენტარისთვის დანა უაითი გააკრიტიკა
UFC-ის მებრძოლმა მეთ ფრევოლამ დანა უაითი გააკრიტიკა. საქმე ეხება დანას მიერ მერაბზე გაკეთებულ კომენტარს. UFC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველის დამოკიდებულება ალჯოსთან ბრძოლაზე მისთვის სასაცილოა. “მას შეუძლია საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ისეთი გზა სურს როგორსაც თავად ამბობს, მისი საქმე კარგად არ წავა.” – განაცხადა დანა უაითმა. სწორედ ამ კომენტარმა გამოიწვია […]
მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა
UFC-ის უკანასკნელი ივენთის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე გასაოცარი ბრძოლა ვიხილეთ, ორგანიზაციის მებრძოლთა რეიტინგი განახლდა. დვალიშვილი Vs. ალდო – ქართველის ისტორიული გამარჯვება გოგა ხაჩიძე: “დვალიშვილი და კვარაცხელია კერძო სექტორის წარმატების ისტორიაა” ხაბიბმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა აბუ დაბიში გამართულ ივენთზე, მერაბ დვალიშვილის სპარინგ პარტნიორმა და თანაგუნდელმა – ალჯამაინ სტერლინგმა სანახაობრივი ბრძოლის შედეგად, თიჯეი დილაშოუ დაამარცხა და ზედიზედ […]
UFC 278 | მერაბ დვალიშვილი ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, UFC 278-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილი (14-4) ლეგენდარულ ჟოზე ალდოს (31-7) დაუპირისპირდება. სახელოვანი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ჟოზე ალდოსთან ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოაწერა და უახლოეს მომავალში პრინციპული ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგება. UFC 278-ის ივენთი, 20 აგვისტოს, სოლთ […]
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი – ალჯამაინ სტერლინგი, თანაგუნდელისა და დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და საინტერესო კომენტარს აკეთებს. ალჯამაინ სტერლინგი აღნიშნავს, რომ მერაბ დვალიშვილთან შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, იგი წონას შეიცვლის. სტერლინგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს დიდ პატივს სცემს და თანაგუნდელთან დაპირისპირება არ სურს. ალჯამაინ […]
მერაბ დვალიშვილი – “ალჯო ვანიას მოაკეტინებს და ციმბირში გაგზავნის”
10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, UFC 273-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლა შედგება. UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლაში, ალჯამაინ სტერლინგი პიოტრ იანის დამარცხებას შეეცდება. ჯექსონვილში (ფლორიდა) გასამართი ბრძოლის წინ, ტრადიციულად აწონვები და “მზერით ბრძოლის” ცერემონიალი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ალჯამაინ სტერლინგი და პიოტრ იანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. “ქალო, ხვალ დაგამარცხებ” – მიმართა ალჯამაინ სტერლინგმა რუს მეტოქეს. […]
რუსი მებრძოლი სტერლინგს უკრაინის დროშის გამო აკრიტიკებს
ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის ბრძოლის წინ, დაძაბულობა პიკს აღწევს. 10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება – მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით სარგებლობს და წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გამართვის წინ, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან. პიოტრ იანი კიდევ უფრო შორს წავიდა […]
“მას ძმად მივიჩნევ, თავს წაგაცლი” – თოფურია რუს მებრძოლს
ალჯამაინ სტერლინგისა და პიოტრ იანის დაპირისპირების წინ, დაძაბულობა პიკს აღწევს. 10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გამართვის წინ, მებრძოლები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ ერიდებიან. პიოტრ იანი კიდევ უფრო შორს წავიდა […]
10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, ალჯამაინ სტერლინგი სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რუს მებრძოლთან დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. სტერლინგისა და იანის სატიტულო ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილმა ანატოლი მალიხინთან ნიძლავი დადო. იმ შემთხვევაში, თუ სტერლინგი გაიმარჯვებს, მერაბ დვალიშვილი 50,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო იანის გამარჯვების შემთხვევაში, […]