“ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მალე დავბრუნდები” – მერაბ დვალიშვილი | VIDEO

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა, ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ნომერ პირველმა მებრძოლმა, წარსულში მიღებული ტრავმის გამო, ოპერაცია მარჯვენა ხელზე ჩაიტარა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ “სთორიში”, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს, დვალიშვილს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – გიგა ჭიკაძე ახლდა თან, რომელიც საპასუხისმგებლო მომენტში მეგობარს ამხნევებდა.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდოსაც მიმართა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოიწვია:

“სტერლინგთან ბრძოლის შემდეგ გამომიწვიე და დაუყოვნებლივ დაგთანხმდი, მაგრამ UFC-სგან ოფიციალური შემოთავაზება ან კონტრაქტი არ მიმიღია. ახლა ოპერაციას ვიტარებ და დროებით მოცდა მოგიწევს”.


"ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მალე დავბრუნდები" - მერაბ დვალიშვილი | VIDEO 1

“ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მალე დავბრუნდები” – მერაბ დვალიშვილი | VIDEO

სტატიის ავტორი
-