ფრანგულმა გამოცემა maxifoot.fr-მა 21-ე საუკუნის 50 საუკეთესო ბომბარდირის სია გამოაქვეყნა. რჩეულთა ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე შოთა არველაძეც მოხვდა. ქართველ ფეხბურთელს ნუსხაში 30-ე ადგილი უკავია, მისი გატანილი გოლების ჯამური რაოდენობა 343 გახლავთ. ლიდერობას კრიშტიანუ რონალდუ არავის უთმობს, ვინც 21-ე საუკუნეში 725 ბურთი შეაგდო. პორტუგალიელთან ყველაზე ახლოს კი მისი მარადიული მეტოქე ლიონელ მესია, რომლის […]