უცხოური მედიაგამოცემა Bleacher ავრცელებს ინფორმაციას, რომ დემიენ ლილარდი 2020 წლის ALL STAR-ს დააკლდება, ამ ყველაფრის მიზეზი კალათბურთელის ტრავმაა. პორტლენდის კალათბურთელს 3-ქულიანების კონკურსშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. დემიენ ლილარდს ვარსკვლავების მატჩში დევინ ბუკერი ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ის შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 05:00 საათზე, ჩიკაგოში შედგება.