Მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, ახლო მომავალში, შესაძლოა კლუბი ისევ შეიცვალოს. ესპანელი ფეხბურთელი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება. Football Italia და Tuttosport-ი 27 წლის ფეხბურთელს მილანის “ინტერს” უკავშირებენ, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე მუშაობს. “ნერაძურის” პროექტი ნელ-ნელა შენდება და გუნდი გაძლიერებას აგრძელებს, თუმცა დიდი ალბათობით, იტალიელებს ლაუტარო მარტინესთან გამოთხოვება მოუწევთ, რომელიც “ბარსელონას” და სხვა გრანდების მთავარი […]