მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ჩოგბურთი დაბრუნდა. მიმდინარე წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა, დასასრულსკენ მიდის. 7 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და 1/4 ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილი გახდა. მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა – დომინიკ ტიმმა, ახალგაზრდა კანადელი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი 3 სეტში მარტივად დაამარცხა […]