ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ძიუდოისტებმა მინსკში
მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში. ოქროს მედლების მოგების გამო, გურამ თუშიშვილმა (+100) და ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) 119-119 ათასი ლარი მიიღეს. თითოეულ ბრინჯაოს მედალოსანზე 59 ათასი ლარია განკუთვნილი. […]
ამირან პაპინაშვილმა იანისლავ გერჩევი დაამარცხა
ამირან პაპინაშვილმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ეტაპზე გავიდა. მან ბულგარელი იანისლავ გერჩევი იპონით დაამარცხა. მისი მომავალი მეტოქე ცნობილია, იგი მასპინძელ ორჰან საფაროვს ხვდება. სულ მალე ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოჩნდება.
გუანჯოუს მასტერსისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15–16 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ძიუდოში წლის შემაჯამებელი ტურნირი – მასტერსი ჩატარდება, სადაც საქართველოს სახელით 7 ფალავანი იასპარეზებს. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას: 60 კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი 73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი 90 კგ – ბექა ღვინიაშვილი 100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ – გურამ თუშიშვილი
საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა
ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ბოლო სპორტსმენი იყო ვინც საქართველოს სახელით მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარეზა. 130 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაკობი ბელარუს მეტოქესთან 1:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა კი საბოლოო ჯამში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული სამბისტების გამოსვლა აღმოჩნდა 4 ოქროს მედალი […]
ამირან პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი 1/8 ფინალში მასპინძელ ორხან საფაროვს შეხვდა და გაიმარჯვა. იგი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესა და ყაზახ გუსმან ყირგიზბაიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
გუანჯოუ მასტერსის პირველი დღის შეჯამება და ქართველი ფალავნების ხვალინდელი დღის განრიგი
დღეს, 15 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში სტარტი აიღო ძიუდოს 2018 წლის ბოლო შეჯიბრმა, გუანჯოუ მასტერსმა. შეგვიძლია საქართველოს ნაკრების ასპარეზობა წარმატებულად ჩავთვალოთ პირველივე დღეს, რადგან დღეს ქართველმა ფალავნებმა 3 მედალი მოიპოვეს: 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა და ამირან პაპინაშვილმა. ამირან პაპინაშვილმა პირველივე ბრძოლაში მარტივად დაამარცხა ჩინელი იე […]
ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია – 6 ქართველი ათეულში
მინსკის ევროპული თამაშები ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს ძიუდოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა სადაც პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა. 60 კგ-ში ამირან პაპინაშვილი ერთი ადგილით დაწინაურდა, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას გაუსწრო და ამჟამად მეორე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძეა. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ათეულში […]
ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია
ამირან პაპინაშვილს ერთი ნაბიჯი აკლია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე. მან 1/4 ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა. ამირან პაპინაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ქართველი რობერტ მშვიდობაძეა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.
გუანჯოუს მასტერსი – ქართველი ძიუდოისტების გამომუშავებული თანხა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებულად იასპარაზე გუანჯოუს მასტერსზე, სადაც ჩვენმა ფალავნებმა 2 ოქროს 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. Live.ge გთავაზობთ ინფორმაციას ჩვენი მედალოსნების მიერ გამომუშავებულ თანხის შესახებ. I ადგილი – ვარლამ ლიპარტელიანი; გურამ თუშიშვილი. 9 000 დოლარი (7200 გამარჯვებულს, 1800 პირად მწვრთნელს) II ადგილი – ამირან პაპინაშვილი. 6 000 დოლარი (4800 გამარჯვებულს 1200 პირად […]
ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია!
კვირას დილით ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, დღეს გამართულ კენჭისყრაზე ჩვენი ფალავნების პირველი მეტოქეები გაირკვა. 60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი თავიდანვე ერთვება ბრძოლაში, მისი მეტოქე კი ჰონგ- კონგის წარმომადგენელი ლა იუნგ ლაი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ლუხუმი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანის ბადეშია რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ლუხუმი შეიძლება იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას […]
ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა. პაპინაშვილის მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი იქნება. ორთაბრძოლა დაახლოებით 30-40 წუთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოში მხოლოდ 2 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს: ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014) და ირაკლი ცირეკიძე (2007).
ახალი რეიტინგი: პაპინაშვილი დაქვეითდა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, 23-25 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემი მიმდინარეობდა. ახალი რეიტინგის მიხედვით, ამირან პაპინაშვილი (-60) ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-3 ადგილზე გადავიდა. საქმე იმაშია, რომ ამირანი ამ ტურნირზე არ ასპარეზობდა. იაპონელმა ნაგაიამა რიუჯუმ კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქტივში 1000 ქულა ჩაიწერა და ამირანს გადაასწრო. უნდა აღინიშნოს, რომ -60 წონით კატეგორიის […]