ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია
გუშინ დასრულდა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია – 1 ოქრო (გურამ თუშიშვილი), 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი). Live.ge გთავაზობთ განახლებულ რეიტინგებს სხვადასხვა კილოგრამ წონით კატეგორიებში: სასიხარულოა, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს. […]
დღეს ალბანეთის ქალაქ მარაკეშში გრან პრიმ აიღო სტარტი. ტურნირის პირველ დღეს საქართველომ ასპარეზობა 3 ძიუდოსტით დაიწყო – ამირან პაპინაშვილი (-60), ნიკო ჭიკაიძე (-60) და გიორგი გუგულაშვილი (-66). -66 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები, ჭიკაიძე და გუგულაშვილი მარაკეშის გრან პრის ძალიან სწრაფად გამოეთიშნენ. ჭიკაძემ მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო, გუგულაშვილი კი პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა. რაც შეეხება ამირან პაპინაშვილს, […]
საკამათო ეპიზოდი – ამირან პაპინაშვილს ქულა არ ჩაუთვალეს?! (ვიდეო)
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრანდ სლემზე
27-29 ოქტრომბერს სტარტს აიღებს აბუ-დაბის გრანსლემი, სადაც 12 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. გთავაზობთ ქართველ ძიუდოისტებს, რომლებიც აბუ-დაბიში საქართველოს ღირსებას დაიცავენ. -60 კგ – ამირან პაპინაშვილი; ლუხუმ ჩხვიმიანი -66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი; ფრიდონ გიგანი -81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი -90 კგ – უშანგი მარგიანი; ავთანდილ ჭრიკიშვილი -100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; ლაშა […]
ევროპული თამაშები 2019 – ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მინსკში გასამართი ევროპული თამაშების გამო, 2019 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება. ძიუდოისტებისათვის ევროპული თამაშები სწორედ რომ ევროპის ჩემპიონატის ტოლფასია. ევროპული თამაშები მინსკში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ძიუდოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესოა 22-25 ივნისი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მინსკში გასამართი ევროპული თამაშებისათვის ძიუდოისტთა შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი დებიუტანტია. […]
ძიუდო – უნიკალური შემთხვევა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში
28-29 სექტემბერს ძიუდოში საქართველოს პირველობა გაიმართა, რომელიც ულამაზესი გდებებითა და დაძაბული ბრძოლებით გამოირჩეოდა. -60 კგ წონით კატეგორიის ფინალში უნიკალური რამ მოხდა, ერთმანეთს ძმები: ამირან და ვაჟა პაპინაშვილები შეხვდნენ. ამირან პაპინაშვილმა, რომელიც საქართველოს 2-გზის ჩემპიონია (2008;2015) ფინალში არ გამოცხადდა და ჩემპიონობა მის უმცროს ძმას, 21 წლის ჯაბა პაპინაშვილს დაუთმო.
ამირან პაპინაშვილის საოცარი იპონი ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ გამოარჩია (ვიდეო)
ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბიში მიმდინარე პრესტიჟული გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. მისი იპონი რომელიც მან მეოთხედფინალში ბელგიელი იორე ვერსტრაეტენის წინააღმდეგ შეასრულა ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა წარწერით “ამირან პაპინაშვილი დღეს საოცარ ფორმაშია!”
ევროპული თამაშები: ქართველი ძიუდოისტები საქმეში ერთვებიან
დღეს, 21 ივნისს, მინსკში (ბელარუსში) ევროპული თამაშები დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასპარეზობაში ხვალ, 22 ივნისს ჩაერთვება. დღეს კი ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. ხვალ, პირველ საშეჯიბრო დღეს, ქართველი ძიუდოისტები -60 და -66 კგ წონით კატაგორიებში იასპარეზებენ, ხოლო ქალებში -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი. -60 კგ საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით […]
ქართველ ძიუდოისტთა სავარაუდო შემადგენლობა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური […]
ოფიციალურად – ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა თელ-ავივის გრანდ სლემისისთვის
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 18-20 თებერვალს, ძიუდოს გრანდ სლემი შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 სპორტსმენი იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ 2021 წლის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის პირველ შეჯიბრზე, დოჰას მასტერსზე გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრან სლემს გამოტოვებენ. ასევე არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, თუმცა უფროსებში სადებიუტო ჭიდაობები ექნებათ ვლადიმერ ახალკაცს, გიორგი ბაზანდარაშვილსა […]
ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!
აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 73 კგ. წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ლაშამ შეჯიბრი იაპონელი ტაკეში დოის 32 წამში დაიპონებით დაიწყო, შემდეგ კი იპონ-იპონ ჩამოიცილა ჩინელი ხუ რიგანგი, უკრაინელი არტემ ხომულა და შვედი ტომი მაციასი. ფინალში ლაშას მეტოქე კოსოვოს წარმომადგენელი აკილ გიაკოვა იქნება. ამავე […]
ევროპული თამაშები: ძიუდო – 3 ბრინჯაოს და 1 ოქროს შანსი
დღეს სტარტი აიღო მინსკის ევროპულმა თამაშებმა, სადაც ძიუდოში საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ); ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ). ქართველმა ძიუდოისტებმა ძალიან კარგად დაიწყეს ასპარეზობა. პირველი ბარიერი ყველამ გადალახა. დავიწყოთ თითოეული წონის განხილვა: -60 კგ როგორც უკვე აღვნიშნეთ, -60 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას […]