,,ყველგან, სადაც მივდივარ, ანჩელოტიზე მეკითხებიან” – ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგეშმა, ,,სელესაოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა: ,,ანჩელოტის ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ, არა მხოლოდ რონალდო ნაზარიო ან ვინისიუს ჟუნიორი, არამედ ყველა, ვისაც მასთან უთამაშია. მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მისი პატიოსანი მუშაობითა და სტაბილურობით. მას არავითარი წარდგენა არ სჭირდება, ის უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც ბევრს მიაღწია და იმედი […]
ანჩელოტი ბარსელონას ფილოსოფიაზე: ,,ვფიქრობ, რომ ერთ სტილში თამაში საუკეთესო ვარიანტი არ არის”
მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ბარსელონასთან” მატჩის წინ, კატალონიური გუნდის სათამაშო სტილზე ისაუბრა: ,,ბარსელონას ისტორია ყველაფერზე თავად მეტყველებს. ისინი მიჰყვებოდნენ და მიჰყვებიან გარკვეულ სტილს, რომელიც მოსწონთ. ეს არის საფეხბურთო იდეა, რომელმაც მათ წარმატება მოუტანა. თუმცა, სხვა კლუბები მათგან განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ ერთ სტილში თამაში საუკეთესო ვარიანტი არ არის, რადგან ზოგჯერ ფეხბურთელები იცვლებიან და ჩემთვის […]
მადრიდის ,,რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო პოჩეტინოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კილიან მბაპე ,,პარი სენ ჟერმენში” 100%-ით რჩება: ,,პოჩეტინომ თქვა, რომ მბაპე 100%-ით რჩება? ხანდახან მწვრთნელებიც არ ამბობენ სიმართლეს,” – ანჩელოტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს. რამდენიმე კვირის წინ, მარკამ დაწერა, რომ მბაპე ,,რეალთან” კონტრაქტის პირობებს 18 მარტამდე შეათანხმებდა, […]
ანჩელოტი: ,,ლივერპულს კარგად ვიცნობ, ისინი კი მე და რეალს გვიცნობენ”
მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ლივერპულთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ლივერპულს კარგად ვიცნობ, ისინი კი მე და რეალს გვიცნობენ. არანაირი საიდუმლო არ იქნება. ვეცდებით კარგად მოვემზადოთ და მატჩს მაქსიმალურად მშვიდად შევხვდეთ. ტრავმის თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელებს არ დავასვენებთ, თუ კონკურენციის სულისკვეთება დაიკარგება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარგად ვერ ვითამაშებთ. საჭიროა, რომ მოთამაშეები საუკეთესო ფორმაში იყვნენ,” – ანჩელოტის […]
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ინტერს განაჩენი გამოუტანა
26 დეკემბერს, იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი მილანში, კერძოდ კი სან-სიროს სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის მე-80 წუთზე ნაპოლის მცველი – კალიდო კულიბალი პოლიტანოსთან უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. სენეგალელი მცველის უხეშმა თამაშმა გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია და იგი მოედნიდან რასისტული შეძახილებით გააცილეს. […]
უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ბენზემა დაასახელა
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კარიმ ბენზემა დაასახელა. მადრიდის ,,რეალის” ფორვარდმა ფინალურ სამეულში ტიბო კურტუასა და კევინ დე ბრუინეს აჯობა. ბენზემამ გასულ სეზონში ,,სამეფო გუნდის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან ერთად ლა ლიგის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის […]
ჩემპიონთა ლიგა: მსაჯების მიერ დაშვებული 5 შეცდომა, რომლებმაც თამაშზე გავლენა მოახდინა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, არაერთი გამორჩეული თამაში ყოფილა. ზოგი დრამატულობით და უხვგოლიანობით, ზოგიც კი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებით დაგვამახსოვრდა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მატჩს, რომლებშიც მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. 5. ფელიპე სანტანას გამარჯვების გოლი “მალაგას” კარში. 2012/2013 წლის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მანუელ პელეგრინის “მალაგა” და იურგენ კლოპის “ბორუსია” შეხვდნენ. […]