ანდრე დრამონდის ბრწყინვალე ბლოკი | VIDEO
NBA | დრამონდი ლეიკერსში, ოლდრიჯი – ბრუკლინში
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ანდრე დრამონდის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. “ლეიკერსმა” დრამონდის ტრანსფერი “ორლანდოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე დაადასტურა. მოქმედ ჩემპიონთან გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე, დრამონდმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც “ლეიკერსის” მაისურშია გამოწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დრამონდსა და “კლივლენდ კავალიერსს” შორის გარიგება შედგა (buyout), რის შემდეგაც ფორვარდი “ლეიკერსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. […]
NBA2K: წყვილები ცნობილია
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, მსგავსად სხვა დანარჩენი ჩემპიონატებისა და ტურნირების, კორონავირუსის პანდემიის გამო განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული. ზემოთხსენებული მიზეზის გამო NBA-ის მესვეურები მომავალი კვირიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სიმულატორში, სახელად NBA2K გეგმავენ შეჯიბრის ჩატარებას, რომელიც ESPN-ზე გადაიცემა. NBA-ის სიმულატორში შეჯიბრში მონაწილეობას გუნდების ვარსკვლავები მიიღებენ, სწორედ ეს იქნება ღონისძიების მთავარი სანახაობა. რამდენიმე საათის წინ, NBA2K-ს წყვილები გახდა ცნობილი: