50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
UEFA-მ ტურინის იუვენტუსის წინაღმდეგ გამოძიება დაიწყო
მაშინ, როცა სრულიად მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მთავარი ყურადღების ეპიცენტრი, კატარის დედაქალაქი დოჰა და იქ მიმდინარე მუნდიალია, იტალიური გრანდის, ტურინის “იუვენტუსის” გარშემო მოვლენები მყისიერად, უფრო და უფრო უარყოფითად ვითარდება. რამდენიმე დღის წინ, კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანდრეა ანიელი გადადგა, რასაც აღმასრულებელ დირექტორთა გუნდის სხვა წევრების მიერ დაკავებული პოზიციების დატოვებაც მოჰყვა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ […]
ანდრეა ანიელი: “რონალდუ ჩვენთან რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. “ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია”, – თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე […]
ანდრეა ანიელის და იუვენტუსის 14 ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა ემუქრება
ტურინის “იუვენტუსის” გარშემო დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. კლუბი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანდრეა ანიელიმ და მისი აღმასრულებელთა გუნდის წევრებმა დატოვეს. თუმცა, ანდრეა ანიელისთვის დაკავებული პოზიციის დატოვება ერთადერთი დანაკარგი შესაძლოა არ აღმოჩნდეს, იტალიელ მენეჯერს უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვს. საქმე ისაა, რომ ანდრეა ანიელის პატიმრობა ემუქრება. უფრო კონკრეტულად, როგორც ავტორიტეტული იტალიური მედია-საშუალება la Gazzetta dello Sport იტყობინება, “ბიანკონერის” ყოფილ პრეზიდენტს უახლოეს მომავალში […]
ანტონიო კონტემ შუა თითის ჩვენების გამო ბოდიში მოიხადა
იტალიის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა “იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის ხმაურიანი გამოდგა. ინციდენტი მოხდა ანტონიო კონტესა და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას შორის. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ მორიდებიან, ხოლო “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ “იუვენტუსის” პრეზიდენტს ანდრეა ანიელის შუა თითი უჩვენა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ. იატლიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება დაიწყო და […]
ვინ გახდება ტურინის იუვენტუსის ახალი პრეზიდენტი?
29 ნოემბერს, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელთა გუნდმა თანამდებობა სრულად დატოვა, მათ შორის კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა. მალევე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ანდრეა ანიელის შემცვლელი. სხვადასხვა ვერსიებს შორის ყველაზე სარწმუნო ჯანლუკა ფერეროს კანდიდატურა გახლავთ, რომლის სახელს და გვარსაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, La Gazzetta Dello Sport-ი აჟღერებს. 46 […]
რატომ გადადგა ანიელი და იუვენტუსის დირექტორთა საბჭო?
“იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი თანამდებობიდან გადადგნენ. მათთან ერთად დაკავებული პოზიციები დატოვეს საბჭოს თანამშრომელმა სიუზან ჰეივუდმა, ლოურენს დებრუქსმა, მასიმო დელა რაჯიონემ, კეტრინ ფინკიმ, დანიელა მარილუნგომ და ფრანჩესკო რონკალიომ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემაც დატოვა თანამდებობა, ის ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას. ”ჩვენ, როგორც კომპანია, დელიკატური მომენტის წინაშე ვდგავართ. ერთიანობა აღარ […]
სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და […]
ჩეფერინმა მანჩესტერის და იუვენტუსის ბოსებს გველები უწოდა
“მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “რეალი” – ეს იმ გრანდების ჩამონათვალია, რომლებმაც ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. UEFA-მ ახალი ტურნირის შექმნის იდეა დაგმო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლების მტკიცებით, პროექტის შესაჩერებლად UEFA მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდას აპირებს, რის […]