“გამოცდილება არ გვეყო”,- პირლო ვერონასთან შეხვედრის შესახებ
სერია ა-ს 24-ე ტურში “ვერონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე “ვერონამ” წონასწორობა აღადგინა, ტურინელთა კარში გოლი ანტონინ ბარაკმა გაიტანა და “ბებერ ქალბატონს” მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა. “ვერონასთან” მატჩი შეაფასა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]
“რწმენა არ უნდა დავკარგოთ”,- პირლო ბენევენტოსთან მარცხის შემდეგ
სერია ა-ს 28-ე ტურში ტურინის “იუვენტუსმა” “ბენევენტოს” უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ანგარიშით 0:1 დამარცხდა. “ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნულ შეხვედრაში მარცხით სკუდეტოს მოგების შანსი სერიოზულად შეიმცირა, რადგან სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე მყოფ “ინტერთან” ჩამორჩენა ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 10 ქულას შეადგენს. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით გუნდმა რწმენა […]
20 მილიონი კვარაცხელიასთვის – ტურინის იუვენტუსი ქართველი ტალანტის შეძენას აპირებს
არაერთი იტალიური სპორტული მედია საშუალება ერთხმად იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. იტალიური წყაროების ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ანდრეა პირლოს სრულ ნდობას უცხადებს და იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს, ახალგაზრდა სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას შემდეგ სეზონშიც შეინარჩუნებს. ამრიგად, პირლოს შტაბში უკვე ფიქრობენ ახალი სეზონისთვის გაძლიერებაზე […]
BREAKING | იუვენტუსმა პირლო გაათავისუფლა!
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” მესვეურებმა ანდრეა პირლო გაათავისუფლეს. პირლოს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, “ბიანკონერის” Twitter-ის გვერდზე განთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, 2020/21 წლების სეზონი ნეგატიურად შეფასდა. ზედიზედ 9-წლიანი ტრიუმფის შემდეგ, ტურინულმა გრანდმა სერია ა-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ “ინტერს” 13 ქულით ჩამორჩა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
ალვარო მორატა: “ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობ”
ტურინის “იუვენტუსში დაბრუნებულმა” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ დუბლის შესრულების შემდეგ, საკუთარ თამაშზე კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსის” მაისურით ვთამაშობ. კარგად მახსოვს 2015 წელს ჩატარებულ ტურნირში ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი “ბარსელონასთან” ფინალში და ეს მოგონებები არც ისე სასიამოვნოა. თუმცა, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ჩნდება ახალი შესაძლებლობა ბოლომდე გასასვლელად და ჩვენ კიდევ ერთხელ […]
ანდრეა ანიელი: “რონალდუ ჩვენთან რჩება”
ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. “ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია”, – თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე […]
ანდრეა პირლო მომავალ სეზონში იტალიურ გუნდს ჩაიბარებს
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო მომავალ სეზონში ,,სპეციაში” დაინიშნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 42 წლი სპეციალისტი ტიაგო მოტას ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. სერია ა-ს 35 ტურის შემდეგ, ,,სპეცია” 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს. ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს […]
ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს
საფეხბურთო სამყაროში მაყურებელსა და გულშემატკივარს არაერთხელ უნახავს ფაქტი, როდესაც შესანიშნავი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ფეხბურთელები სამწვრთნელო შესაძლებლობების მოსინჯვაზეც არ იძახიან უარს. ზემოთხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, ამჯერად საკუთარ შესაძლებლობებს მწვრთნელის ამპლუაში იტალიელი მაესტრო, ანდრეა პირლო მოსინჯავს, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” 23-წლამდელდა გუნდს უთავკაცებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ადასტურებს, მათი ცნობით პირლო “ბებერი ქალბატონების” 23-წლამდელთა გუნდს მომდევნო […]
ანდრეა პირლო: “ზედიზედ მეათე სკუდეტო უნდა მოვიგოთ, იმედია ლიგის ფინალშიც გავალთ”
ტურინის “იუვენტუსის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომავალ სეზონში გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა. “მოსამზადებელი პერიოდი კარგად დავიწყეთ. ცოტა რთულია, რომ ამ დღეებში ბევრმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის დახმარების გამო დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. “იუვენტუსში” დაბრუნებისთანავე თავი მშვიდად ვიგრძენი, რადგანაც აქ მომუშავე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ. ეს ძალიან დამეხმარა. ჩვენ შემდეგ სეზონში მოედანზე ყველაფერს გავიღებთ. […]
ანდრეა პირლო: “მან ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა, მასწავლა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი”
ტურინის “იუვენტუსის” თავკაცმა ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “ახლა კარგი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შეგვეძლო, რომ მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი გოლით დიდი საქმე გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრად უკეთესად გავაკონტროლეთ მატჩის მიმდინარეობა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშით, გუნდის თავდადებით, მოქმედებების პროდუქტიულობით. განსაკუთრებით შაბათს, კროტონეში […]
ანდრეა პირლო: “საჩქაროდ თავდამსხმელი მჭირდება”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ამბობს, რომ მის გუნდს რაც შეიძლება მალე თავდამსხმელის დამატება სჭირდება. “ვცდილობ სხვადასხვა ვარიანტის დანერგვას, პირველ ნახევარს 4 მცველით ვთამაშობთ, შემდეგ სამზე გადავდივართ. გუნდში უნდა იყოს ენთუზიაზმი, ბიჭები ეჩვევიან ახალი ტიპის საქმეს და თავს კარგად გრძნობენ. ახლა ყველაზე მეტად თავდამსხმელი მჭირდება, თანაც რაც შეიძლება მალე, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ხანგრძლივია და […]