ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს მე-8 ჩოგანს შეხვდება
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე (Terr Wortmann Open) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ანდრეი რუბლიოვი (8) იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ოსკარ ოტესა (61) და მიომირ კეცმანოვიჩს (31) შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი რუბლიოვს კარიერაში მეექვსედ ხვდება, წინა 5 შეხვედრიდან 3-ში რუსმა იმარჯვა, 2 მატჩი კი ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. ჰალეში […]
ცინცინატის მასტერსი – დღის მიმოხილვა (მიმოხილვები)
22 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ცინცინატში, 5 თვიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთი განახლდა. ცინცინატის მასტერსს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს N1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც 20 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 2 სეტში 6:4; 6:1 დამარცხდა. დღეს კი ასპარეზობაში მსოფლიო N1 ჩოგბურთელი – ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთვება, რომელიც ლიეტუველი ჩოგბურთელს – ბერანკისს დაუპირისპირდება. გთავაზობთ 23 აგვისტოს, ცინცინატის მასტერსზე გამართული TOP […]
ზედიზედ მეორედ – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP-ს გამარჯვებულია!
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა – მას უნდა დაეცვა გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ოთხი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, 21 წლის რუსი – ანდრეი რუბლევი გახლდათ, […]
ბასილაშვილმა ფინალში პირველი სეტი მოიგო!
ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდრეი რუბლევს უპირისპირდება. ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნული თამაშის პირველი სეტის მოგება უკვე მოახერხა. ნიკოლოზმა რუს მეტოქეს 7:5 მოუგო და ფინალში დიდი უპირატესობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგის ტურნირი ბასილაშვილმა წინა წელს მოიგო. საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს ფინალში 300 ქულა აქვს დასაცავი.