ზედიზედ მეორედ – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP-ს გამარჯვებულია!
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა – მას უნდა დაეცვა გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ოთხი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, 21 წლის რუსი – ანდრეი რუბლევი გახლდათ, […]
ბასილაშვილმა ფინალში პირველი სეტი მოიგო!
ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდრეი რუბლევს უპირისპირდება. ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნული თამაშის პირველი სეტის მოგება უკვე მოახერხა. ნიკოლოზმა რუს მეტოქეს 7:5 მოუგო და ფინალში დიდი უპირატესობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგის ტურნირი ბასილაშვილმა წინა წელს მოიგო. საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს ფინალში 300 ქულა აქვს დასაცავი.
ცინცინატის მასტერსი – დღის მიმოხილვა (მიმოხილვები)
22 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ცინცინატში, 5 თვიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთი განახლდა. ცინცინატის მასტერსს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს N1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც 20 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 2 სეტში 6:4; 6:1 დამარცხდა. დღეს კი ასპარეზობაში მსოფლიო N1 ჩოგბურთელი – ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაერთვება, რომელიც ლიეტუველი ჩოგბურთელს – ბერანკისს დაუპირისპირდება. გთავაზობთ 23 აგვისტოს, ცინცინატის მასტერსზე გამართული TOP […]