5 აგვისტოს, ლონდონში, ,,სტემფორდ ბრიჯზე”, ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს გუნდებს შორის, უკრაინის დასახმარებლად, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. უკვე ცნობილია, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. შევჩენკოს გუნდში სამუელ ეტო’ო, ფაბიო კანავარო, ლუკა ტონი, კლოდ მაკელელე, დიდა და ზეედორფი ითამაშებენ, ზინჩენკოს გუნდში კი, რომელსაც არსენ ვენგერი უხელმძღვანელებს, პატრიკ ვიეირა, რობერტ პირესი, ჟერარ პიკე, რობი […]
უკრაინის უტეხი სული
მეძინა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. დედაჩემი იყო. საათს დავხედე: 4-ის ნახევარი ხდებოდა. მივხვდი, კარგი ამბავი არ ხდებოდა. არასოდეს დამავიწყდება თარიღი: 2022 წლის 24 თებერვალი. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკვე ყველა ანერვიულებული იყო, თუმცა არცერთ ნორმალურ ადამიანს სურდა იმისი აღიარება, თუ რა გველოდა წინ. დედაჩემის ზარმა ყველაფერი ცხადი გახადა. ტიროდა. მითხრა, რომ აფეთქებისგან შენობა იძროდა. ტელევიზორი ჩავრთეთ. […]
შევჩენკო: ,,ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძვის ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის”
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ, ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალზე, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა: ,,ომის დაწყებიდან დღემდე ძალიან რთული ვითარებაა. ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძვის ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და უკრაინის გვერდში დგომა და დახმარება უმნიშვნელოვანესია,” – განაცხადა შევჩენკომ. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს […]
“გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ” | შევჩენკომ უკრაინის ომზე ისაუბრა
შევჩენკოს თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტია. უკრაინული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იმასაც ამბობს, რომ სპორტს მისი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანება შეუძლია. უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა – ქვეყანაში ომი კვლავ მიმდინარეობს. ბუჩის ხოცვა-ჟლეტისა და სხვა მასობრივი სამხედრო დანაშაულების სერიის მომწყობი რუსები ამბობდნენ, რომ ომს 3-4 დღეში მოიგებდნენ, […]
“სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთ” – დარწმუნებული ვარ, ეს ფრაზა მრავალი ადამიანისგან მოგისმენიათ. შესაძლოა, ამ სტატიას ის ადამიანიც კითხულობდეს, რომელიც სწორედ ამ მოსაზრების მატარებელია. მინდა, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ამისთვის კი უკრაინელი ფეხბურთელების გულში ჩავიხედოთ და მათი გადაწყვეტილებები თუ ემოციები შევაფასოთ. დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, უკრაინის ეროვნული ნაკრები, ომის […]
ანდრეი შევჩენკოს ემოციური სიტყვები პირდაპირ ეთერში | VIDEO
პრემიერ ლიგის ყველა სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემთხვევაში, “დორტმუნდის” შემტევი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. “დორტმუნდის” მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში, ჰოლანდმა 82 გოლის გატანა შეძლო და ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ფენომენალური სტატისტიკის ფონზე, ჰოლანდის ტრანსფერით ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები ინტერესდებიან, თუმცა დიდი […]
შევჩენკო: “ჩვენ ვიცავთ თავს, ვიბრძვით და მოვალეები ვართ, ეს გავაკეთოთ”
უკრაინისთვის ურთულესი დღეებისა და ღირსების ბრძოლის, ანდრეი შევჩენკო Daily Mail-ის სპორტულ ჟურნალისტსა და ყოფილ ფეხბურთელს, ჯეიმი რედკნაპს ესაუბრა. ვფიქრობთ, ომში ჩართული ქვეყნის წარმომადგენელი ლეგენდარული ფეხბურთელის ინტერვიუ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. უკრაინაში ომის დაწყება დედის ზარით შეიტყო. “მეძინა, დედამ კიევიდან დამირეკა”, – ამბობს შევჩენკო, პაუზას აკეთებს, შემდეგ მოულოდნელად კალამს ისვრის და ფანჯარასთან მიდის და ჩუმად […]
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, მის ქვეყანას მხარს მთელი მსოფლიო უჭერს: ,,ჩვენი ჯარით აღფრთოვანებული ვარ! საკუთარ ქვეყანას გმირულად ვიცავთ. ყველას თავისი ფრონტი აქვს, ჩვენ, სპორტსმენებმა, ცნობილმა ადამიანებმა, მსოფლიოს უნდა მოვუყვეთ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. ყველა კარზე უნდა დავაკაკუნოთ, რათა სამყარომ მოგვისმინოს და დაგვეხმაროს. […]
ჯენოამ ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა
,,ჯენოამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გენუელებმა გავრცელებულ განცხადებაში უკრაინელ სპეციალისტსა და მის სტაფს მადლობა გადაუხადეს შევჩენკომ ,,ჯენოა” 7 ნოემბერს ჩაიბარა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 11 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ,,ჯენოა” 12 ქულით ცხრილის მე-19 პოზიციაზეა და ბოლოადგილოსან ,,სალერნიტანას” […]
ანდრეი შევჩენკო შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს
“ჯენოას” მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული უკრაინელი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ გენუური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ახალ კანდიდატებს ეძებს და მათთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. “ჯენოას” არჩევანი ამ ეტაპისთვის ორ სპეციალისტზე რონალდო მარანსა და დავიდე ბალარდინიზე აქვს შეჩერებული, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობაც, რომ კლუბის მმართველები […]
შევჩენკო: ,,ჩვენთვის სერია ა-ში დარჩენა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უდრის”
,,ჯენოას” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, ,,საპდორიასთან” მარცხის შემდეგ, მისი გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა: ,,რა თქმა უნდა, ეს დიდი იმედგაცრუებაა, დერბიში წაგება არავის სურს. კარგად თამაშის იმედი გვქონდა, მაგრამ სწრაფი გოლი გავუშვით. როცა აქ მოვედი, ვნახე, რომ რთული კალენდარი გვქონდა, ასევე, ნუ დავივიწყებთ ტრავმებს. ჩვენთვის სერია ა-ში დარჩენა ჩემპიონთა ლიგის მოგებას უდრის. ბევრი მუშაობა მოგვიწევს. გუნდის […]