საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში” სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის ორი ამოამავლი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. “ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს, რომ უკეთესი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშობდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გააკეთო, რაც გასაკეთებელია. უნდა გააგრძელონ შრომა და თამაში, ჯერ გუნდში გამოიჩინონ […]