ლორიას ჟესტი, რომლის გამოც კვიპროსში ეჭვები გაუჩნდათ (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ანორთოსისი” შინ “აპოლონთან” 1:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრას კვიპროსში დიდი გამოხმაურება განსაკუთრებით მას შემდეგ მოჰყვა, რაც ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეა პაპახარალამბუსმა გიორგი ლორიას ჟესტში ეჭვი შეიტანა. ხსენებული ადამიანი მიიჩნევს, რომ ქართველმა მეკარემ პენალტის ეპიზოდში “აპოლონის” ფეხბურთელს დარტყმის მიმართულება უკარნახა, თავად კი საპირისპირო მხარეს გადახტა. იხილეთ ვიდეო: აღსანიშნავია, რომ გიორგი ლორიამ […]
ოქრიაშვილის გოლი აპოლონის კარში (ვიდეო)
ქვილითაია: “ანორთოსისის ვერცერთი ფანი ვერ გამიგებს”
გიორგი ქვილითაიამ “აპოელში” გადასვლისა და “ანორთოსისის” დატოვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ყოფილი გუნდის, გულშემატკივრისა და მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მიმართ პატივისცემა გამოხატა. გარდა ამისა, გიორგიმ საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა. “ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყე და ვიცი, რომ “ანორთოსისის“ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გამიგებს. მე მათი სრულიად მესმის. “ანორთოსისმა“ “გენტიდან“ ჩემი […]
ოფიციალურად: გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ლორია “დინამო თბილისში” დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საინტერესო პოსტი მიუძღვნა. “ლურჯ-თეთრებმა” გიორგი ლორიას დაფარული ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით – “გამოიცანით, ვინ დაბრუნდა”. კარიერის განმავლობაში გიორგი ლორია კრეტას “ოფის”, “ოლიმპიაკოსის”, “კრილია სოვეტოვის”, […]
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის თასზე გაიბრწყინა!
რამდენიმე წუთის წინ, კვიპროსის თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ნიკოლოზ კაჭარავას “ანორთოსისი” “აკრიას ჩლორაკას” ესტუმრა და 0–7 გაიმარჯვა. სტუმართა შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა ცენტ–ფორვარდმა ნიკოლოზ კაჭარავამ, რომელმაც მატჩის 84–ე და 89–ე წუთებზე მასპინძელთა კარგის აღება შეძლო და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, “ანორთოსისი” კვიპროსის თასის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე “პარამლინსა” და “ვოროკლინს” შორის გამარჯვებული იქნება.
ოქრიაშვილის მორიგი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (ვიდეო)
ოქრიაშვილისა და ქეცბაიას შელაპარაკება აპოელთან თამაშის შემდეგ (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში “ანორთოსისმა” შინ “აპოელი” 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში მე-2 გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ცნობილია, ქართველი სპეციალისტი ფეხბურთელს მითითებების შეუსრულებლობის გამო გაუბრაზდა. ქეცბაიასა და ოქრიაშვილს როგორც თანაგუნდელები, ასევე მეტოქე გუნდის წევრები ამშვიდებდნენ.
გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ კარიერა შესაძლოა საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გააგრძელოს. “სეზონის ბოლოს ქართველ თავდამსხმელს “ანორთოსისთან” არსებული ერთწლიანი იჯარა იწურება და კონტრაქტით, “გენტში” დაბრუნება უწევს, თუმცა ის შესაძლოა “პანათინაიკოსში” გადაბარგდეს. 27 წლის ფეხბურთელის მომავალი კვიპროსში ჯერჯერჯობით გაურკვეველია, ამიტომაც, ქვილითაიას წარმომადგენლები ახალ კლუბს ეძებენ“, – წერს kerkida.net-ი. ტანმაღალი ქართველი ფორვარდი თემურ ქეცბაიას […]
ოფიციალურად: ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი დატოვა
ნიკა კაჭარავა “ანორთოსისის” წევრი აღარ არის – ქართველმა შემტევმა კვიპროსული გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. როგორც იცით, კაჭარავას “ანორთისისიდან” წამოსვლის მიზეზი გუნდის კონკურენტის, “აპოელის” მატჩიდან გავრცელებული ვიდეოა. ნიკა, გურამ კაშიასთან ერთად იღიმოდა, რაც ფამაგუსტელთა ფანებმა გოლის აღნიშვნად მიიღეს. სწორედ “ანორთოსისის” გულშემატკივრის მოთხოვნა იყო, რომ 27 წლის თავდამსხმელს გუნდი დაეტოვებინა. “მადლობა ნიკა კაჭარავას 62 მატჩში გატანილი 12 […]
ბუბა დაუშვილმა კვიპროსში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა (ვიდეო)
თორნიკე ოქრიაშვილი: “მეტოქის ბევრ მატჩს ვუყურეთ და სისუსტეები კარგად შევისწავლეთ”
საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმაც უპასუხა. “ძალიან გვსურს და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრას გამარჯვებით დავასრულებთ. ბოლო კვირის განმავლობაში, ესტონეთის ნაკრების რამდენიმე მატჩს ვუყურეთ და ჩვენი მეტოქის სისუსტეები კარგად შევისწავლეთ, თუმცა ახლა მათზე საუბარს არ ვაპირებ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. ბოლოს ერთმანეთს ათი თვის წინ შევხვდით. […]
პაოკი ნინუას უშვებს – ქართველი ფეხბურთელი ქეცბაიას სურს
როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “პაოკი” ნიკა ნინუას განათხოვრებას აპირებს. კვიპროსული მედიის თანახმად, 21 წლის ნახევარმცველით თემურ ქეცბაია არის დაინტერესებული. ქართველ სპეციალისტს სურს, რომ “ანორთოსისში” მე-5 ქართველი წაიყვანოს. “ძალიან კარგი ტექნიკა და დარტყმა აქვს, განსაკუთრებით სტანდარტულის შესრულებისას. ნიკა მოედანზე ლიდერია,” – ასე ახასიათებს ქეცბაია ნინუას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის სანაცვლოდ ზაფხულში “პაოკ”-მა “დინამო […]