ჰენდერსონს 2019 წელს იმაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული ვიდრე იუნაიტედის ბოლო სამ კაპიტანს ერთად
2019 წელს ჰენდერსონმა და ლივერპულმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს. მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი, აგვისტოში სუპერ თასი და ახლა დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ამის პარალელურად ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედს” არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული. ბოლოს “წითელმა ეშმაკებმა” ევროპის ლიგის მოგება შეძლეს და მაშინ კაპიტანი უეინ რუნი გახლდათ. ამის შემდეგ ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა დატოვა კლუბი […]
მთავრდება 2018/19 წლების სეზონი და საფეხბურთო სამყარო საზაფხულო ტრანსფერების მოლოდინშია. გთავაზობთ ფეხბურთის ვარსკვლავებს, რომლებსაც საკუთარ კლუბებში კონტრაქტი უმთავრდებათ და თავისუფალი აგენტები ხდებიან. #1 დავიდ ლუიზი ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” 32 წლის ცენტრალური მცველი, დავიდ ლუიზი ლონდონურ კლუბში 2016 წლის 31 აგვისტოდან ირიცხება. ამ დროში მან “ჩელსის” შემადგენლობაში 77 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლის გატანა 4-ჯერ […]
სოლსკიაერი ზაფხულში 3 ფეხბურთელს გაუშვებს
დიდი ალბათობით, ოლე გუნარ სოლსკიაერი მომავალ წელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი იქნება. ნორვეგიელი სპეციალისტი ახალ სეზონში გუნდის გარკვეულ პოზიციებზე ცვლილებებს გეგმავს. როგორც ცნობილია, სოლსკიაერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ანტონიო ვალენსიას, მარკოს როხოსა და ალექსის სანჩესს გაუშვებს. ვალენსია მიმდინარე სეზონის შემდეგ 10-წლიან მანჩესტერულ კარიერას დაასრულებს. ამ დროის მანძილზე 33 წლის მარჯვენა მცველმა 338 თამაში ჩაატარა. ის “იუნაიტედთან” […]
ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედს ერთ-ერთი ლიდერი სეზონის ბოლოს დატოვებს
რამდენიმე წუთის წინ, ოლე გუნარ სოლსკიაერის პრესკონფერენცია შედგა, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ანტონიო ვალენსიას საკითხი იყო, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს საკითხი უკვე დაადასტურა “მანჩესტერელთა” თავკაცმა. ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ყველაზე გავლელიანი სპორტული გამოცემა Goal-ი: OFFICIAL | Ole Gunnar Solskjaer has confirmed Antonio Valencia will leave Man […]
ვინ უკაპიტნებს მანჩესტერს სოლსკიაერის ხელმძღვანელობის პერიოდში?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კაპიტნის სამკლაური კვლავ ანტონიო ვალენსიასთან რჩება. “ვალენსია ჩვენი გუნდის კაპიტანია. როდესაც იგი ფორმაში შევა და მოედანზე გასვლისთვის მზად იქნება, გასახდელიდან მოედანზე გუნდს სწორედ ის გაუძღვება. ამჟამად იგი აქტიურად ვარჯიშობს, რაც მას ფორმის აღდგენაში დაეხმარება,” აღნიშნა “წითელი ეშმაკების” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა. მიმდინარე სეზონში ეკვადორელმა […]
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს, ანტონიო ვალენსიას ბოდიშების მოხდა და განმარტებების გაკეთება უწევს. ანტონიო ვალენსიას თავის მართლება Instagram-ზე განთავსებული პოსტის მოწონების გამო მოუხდა. “წითელი ეშმაკების” ეკვადორელმა კაპიტანმა, Instagram-ზე ფოტო მოიწონა, რომელსაც შემდეგი ტექსტი ჰქონდა დართული: “დროა მოურინიო წავიდეს”. მოგვიანებით, 33 წლის ვალენსია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ფოტო მოიწონა და ტექსტის […]