მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს, ანტონიო ვალენსიას ბოდიშების მოხდა და განმარტებების გაკეთება უწევს. ანტონიო ვალენსიას თავის მართლება Instagram-ზე განთავსებული პოსტის მოწონების გამო მოუხდა.

“წითელი ეშმაკების” ეკვადორელმა კაპიტანმა, Instagram-ზე ფოტო მოიწონა, რომელსაც შემდეგი ტექსტი ჰქონდა დართული: “დროა მოურინიო წავიდეს”.

მოგვიანებით, 33 წლის ვალენსია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ფოტო მოიწონა და ტექსტის შესახებ არაფერი იცოდა.

“არ მსურს რომ მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა თითოეული ჩვენგანის ბრალია და ყველა ერთად ვცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას”, – აღნიშნა ვალენსიამ.

მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა 1

მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა

სტატიის ავტორი
-