ზედიზედ მეორედ – ანტუან დუპონი 6 ერის საუკეთესო მოთამაშეა
2023 წლის 6 ერის ტურნირი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “სამყურების” ტრიუმფის მიუხედავად, 6 ერის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ, ფრანგი ანტუან დუპონი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ დუპონმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა 6 ერის საუკეთესო მოთამაშის ტიტული – ჯამში, “ლე ბლეს” ნახევარმცველს, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული სამჯერ (2020, 2022, 2023) აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში […]
6 ერის წლის საუკეთესო თხუთმეტეული
2023 წლის 6 ერის ტურნირი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. “სამყურებმა” უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო ტურნირის მოგება გრანდ სლემით შეძლეს და საკუთარ დომინაციას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. ზედიზედ მეორედ – ანტუან დუპონი 6 ერის საუკეთესო მოთამაშეა 6 ერის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებმა სიმბოლური ნაკრები შეადგინეს. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო თხუთმეტეულში 10 ირლანდიელი მორაგბე მოხვდა. 2023 წლის 6 […]
ვინ გახდება Top 14-ის საუკეთესო მელელოვე და რატომ ნინიაშვილი?!
საფრანგეთის Top 14-ის 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული საკლუბო სარაგბო ჩემპიონატის დაწყების წინ, გავლენიანი ფრანგული გამოცემა Rugbyrama ვრცელ სტატიას აქვეყნებს და სვამს კითხვას: ვინ გახდება Top 14-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მელელოვე? “კვირის გამორჩეული ლელო…” – World Rugby საქართველოს ნაკრების ლელოს გამოეხმაურა დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის […]
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა – ანტუან დუპონმა, ახალი გატაცება ჰპოვა. 6 ერის 2-გზისა (2020/2022) და მსოფლიო რაგბის 2021 წლის საუკეთესო მორაგბე, მფრინავის ამპლუაში მოგვევლინა. ანტუან დუპონმა 14 ივლისს გამართულ აღლუმში მიიღო მონაწილეობა. მფრინავის ეკიპირებაში გამოწყობილი დუპონის ფოტოები, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
2021 წლის საუკეთესო მორაგბე ქართველი დიზაინერის სამოსით
World Rugby-ს 2021 წლის საუკეთესო მორაგბე – ანტუან დუპონი, ფრანგული GQ-ს ყდაზე Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას “ოტ კუტიურ კოლექციის” სამოსით წარსდგა. ცნობილი ჟურნალის თანახმად, დუპონმა საკუთარი კომფორტის ზონა დაარღვია და სპორტული სამყაროს მიღმა, საუკეთესო მოდაში შეაბიჯა. ფოტოსესიაში, ანტუან დუპონი არამარტო Balenciaga-ს, არამედ მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდების სამოსით პოზირებდა. შეგახსენებთ, 2021 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის […]
World Rugby | ანტუან დუპონი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
World Rugby-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის გამართული ბრძოლა დასრულდა. ეროვნულ და საკლუბო დონეზე გამართულ მატჩებში ნაჩვენები შედეგისა და მაღალი დონის პერფორმანსის შედეგად, World Rugby-მ ოთხი მორაგბე გამოარჩია. პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), მარო იტოჯე (ინგლისი/ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და სამუ კერევი (ავსტრალია) იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ანტუან დუპონი პირველი ფრანგია, რომელიც წლის საუკეთესო […]
ნინიაშვილი, დუპონი, უილიამსი – ნოემბრის ტესტების გამორჩეული მორაგბეები
“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთსა და ფიჯის დაუპირისპირდა. 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება, შესაძლოა ანგარიშში სხვაობა გაცილებით უფრო ნაკლები ყოფილიყო. ქართველი მორაგბეები […]
World Rugby | ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მორაგბე?
World Rugby-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მებრძოლი კანდიდატები დასახელდა. ეროვნულ და საკლუბო დონეზე გამართულ მატჩებში ნაჩვენები შედეგისა და მაღალი დონის პერფორმანსის შედეგად, World Rugby-მ ოთხი მორაგბე გამოარჩია. პლანეტის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად, გულშემატკივრებს 21 ნოემბრამდე შეეძლებათ ხმის მიცემა. პლანეტის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), მარო იტოჯე (ინგლისი/ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) […]
ანტუან დუპონის საოცარი პასი, რომელსაც ლელო მოჰყვა (ვიდეო)
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-14 ტურის შეხვედრაში, “ტულუზა” “სტად ფრანსეს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 48:24 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ანტუან დუპონმა ბრწყინვალედ ითამაშა და თანაგუნდელს შესანიშნავი პასი მისცა, რომელსაც ლელო მოჰყვა.