20 ივლისს იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” დიმაროში მიმდინარე წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. იტალიის აწ უკვე 3-გზის ჩემპიონი ნახევრადსამოყვარულო კლუბ “ანუანე ვალ დი ნონს” დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით არ ითამაშებს, ისევე როგორც წინა სეზონში გუნდის […]