დინამო თბილისს ასტანასთან მატჩში 3 ფეხბურთელი დააკლდება
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო თბილისი” 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას დანაკლისით შეხვდება. შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში თბილისელთა მეტოქე ყაზახური “ასტანა” იქნება, რომელსაც ქართული გუნდი ჯერ სტუმრად, შემდეგ კი საშინაო კედლებში დაუპირისპირდება. სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის “დინამო თბილისი” ყაზახეთში დანაკლისით ჩავიდა – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ტრავმის გამო თორნიკე კირკიტაძე, ზორან მარუშიჩი და […]
“მომავალი ნათელი უნდა იყოს” – 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი | VIDEO
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადა – კაპიტანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს.
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
საქართველოს ნაკრებს მარტში გასამართი მატჩებისთვის ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. “დინამო თბილისის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა დაზიანება ეროვნული გუნდის საწვრთნელი პროცესის დროს მიიღო. ჯერჯერობით, ტრავმის დეტალები უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის საქართველოს ნაკრებს მონღოლეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. საქართველოს ნაკრები მზადებას შემდეგი 25 ფეხბურთელის […]
ანზორ მექვაბიშვილი: “სანაკრებო გამოცდილება ევროტურნირზე წნეხის მოხსნაში დამეხმარება”
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას “დინამო თბილისი” ესტონური “პაიდეს” წინააღმდეგ 7 ივლისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მატჩის წინ, მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ქვეყნის ექს-ჩემპიონის საყრდენმა ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა. “საერთაშორისო დონის მატჩებს თან განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს, თუმცა, ვცდილობ ყველა თამაშს პროფესიონალურად მივუდგე და ყველაფერი გავაკეთო. ხალხი და ეს ყველაფერი ისეთ გარემოს ქმნის, რომ თავდაპირველად საერთაშორისო მატჩების დროს […]
ანზორ მექვაბიშვილი: “მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ”
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” ესტონეთის წარმომადგენელ “პაიდეს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა. “კონფერენს ლიგაზე ჩვენი მეტოქის ვინაობა გაირკვა და ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. ჩვენთვის ყველა ეტაპზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, შევეცდებით მაქსიმალურად შორს გავიდეთ. შეხვედრის წინ გვექნება ინფორმაციების განხილვა და […]
ბოსნიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
2022 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს. “ჯვაროსნები” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ სტუმრად, ქალაქ ზენიცაში ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველო: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მარტის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ 25 მარტს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, შემდეგ კი 29-ში ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მარტის შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს ერთი დებიუტანტი ფეხბურთელი ეყოლება და ეს “დინამო თბილისის” საყრდენი ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილია, რომელმაც პირველი ემოციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან […]
დინამო თბილისმა შეკრება ფახთაქორთან დიდი უპირატესობით გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ანტალიაში გაიარა და გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უზბეკეთში იგივე სტატუსის მქონე ტაშკენტის “ფახთაქორს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდის მხრიდან გოლების გატანა სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ნიკოლოზ მალიმ მოახერხეს. “დინამო თბილისმა” ბელეკში გამართულ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც […]
საქართველოს U21 ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ ცნობილია
საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, ამხანაგურად დაუპირისპირდებიან. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო: გიორგი მამამრდაშილი – გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა. მატჩი 18:00 […]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გამართავს. ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი 26 მაისს სასტუმრო მოხალისეში შეიკრიბება. 8-დღიანი შეკრება, 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეკრებისთვის ასეთია: მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913) მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე […]
ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, აქ ჩატარებული ხუთი მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. მე-13 სათამაშო კვირის გახსნითი მატჩი ეროვნულ სატურნირო ცხრილის ორ ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის წარიმართა და მასში ქუთაისის “ტორპედომ” “თელავს”, თანაც კახეთშ, 4 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც სეზონში […]