ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, აქ ჩატარებული ხუთი მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ.

მე-13 სათამაშო კვირის გახსნითი მატჩი ეროვნულ სატურნირო ცხრილის ორ ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის წარიმართა და მასში ქუთაისის “ტორპედომ” “თელავს”, თანაც კახეთშ, 4 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

წყალტუბოს “სამგურალმა” გორის “დილა” სტუმრად – 1:2 დაამარცხა. ამით იმერლებმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს, გორელებმა კი რომლებიც გუნდში არსებულ კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვიან, ზედიზედ 6 შეხვედრაში დაუმარცხებლობის შემდეგ, პირველი წაგება იწვნიეს.

გამარჯვება თანაც გოლის გაუშვებლად მოახერხა ორივე “დინამომ”. ბათუმელებმა “სამტრედიას” – 2:0, ხოლო თბილისელებმა “საბურთალოს” დერბიში 4:0 სძლიეს.

მძიმე პერიოდის და ბოლო 7 შეხვედრაში გამარჯვების ვერ მოპოვების შემდეგ, გამარჯვება შეძლო თბილისის “ლოკომოტივმაც“, რომელმაც ქობულეთის შუქურას, მატჩის მიწურულს ულად ომარ იმრანის მიერ გატანილი გოლის მეშვეობით – 1:0 აჯობა.

მეცამეტე ტურის შედეგები 

ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

მეცამეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: მაქსიმე ქვილითაია (“სამგურალი”).

მცველები: ფაბიან სპორქსლედე, ვიქტორ მონხილი (ორივე “დინამო თბილისი”), ნიკოლოზ სანდოხაძე (“ლოკომოტივი”), ნიკოლოზ კალანდარიშვილი (“სამგურალი“).

ნახევარმცველები: თორნიკე კირკიტაძე (“ლოკომოტივი”), ანზორ მექვაბიშვილი, (“დინამო თბილისი”), ირაკლი ძარია (“ტორპედო”).

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (“დინამო ბათუმი”), ზორან მარუშიჩი (“დინამო თბილისი”), ოთარ კვერნაძე (“ტორპედო”).

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე (“დინამო თბილისი”).

განლაგება: 4-3-3.

ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-