არჩილ არველაძე: “უკეთეს დასაწყისს ვერ ვინატრებდით, წელს ხვიჩას ბენეფისს ველოდებით”
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, არჩილ არველაძემ ეროვნული გუნდის ლიდერსა და ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის ეთერში თურქული “ტრაბზონის”, გერმანული “კიოლნისა” და ნიდერლანდური “ბრედას” ყოფილმა ფეხბურთელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც 21 წლის შემტევს შესაძლოა “ნაპოლიში” შეექმნას. “უკეთეს დაწყებას ვერ ინატრებდი – გოლიც ძალიან მნიშვნელოვან დროს გაიტანა. ამას არაჩვეულებრივი საგოლე […]
ირაკლი აზაროვი ან იუვენტუსის მცველი – თურქული კლუბი არჩევანის წინაშე
თურქული მედიის ინფორმაციით, “დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი შესაძლოა “ტრაბზონსპორის” ფეხბურთელი გახდეს. karadenizgazete.com.tr-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თურქეთის სუპერლიგის ბინადარმა კლუბმა საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერისგან 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის შეძენასთან დაკავშირებით უარი მიიღო, ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ და ამ თემაზე მომავალშიც ისაუბრებენ. ასევე, აღნიშნული წყაროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ […]
ლევან კობიაშვილი: “მე და შოთის შინაარსობრივ ნაწილში აცდენა არ გვაქვს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საფეხბურთო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ეროვნული გუნდის მიერ სექტემბერში ნაჩვენებ ცუდ შედეგებთან და “ჯვაროსნების” ვეტერანი ფეხბურთელების, შოთა და არჩილ არველაძეების განცხადებებთან დაკავშირებით. “სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს თემა დახურულია და არ ვაპირებ ამ პოლემიკის გაგრძელებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
bm.ge არჩილ არველაძის ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც იგი ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს. არჩილ არველაძის მტკიცებით, საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვთა სტატისტიკა განახევრებულია. აღნიშნულის შესახებ, არველაძემ გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა. არველაძე აღნიშნავს, რომ 11 წელს ზემოთ ფეხბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა განახევრებულია და დღეისათვის საქართველოში მხოლოდ 18.000 ბავშვია რეგისტრირებული. “საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფეხბურთით დაინტერესებული დაახლოებით 40 000 ბავშვი […]
“იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ისტორია დასრულდა” – შოთა არველაძე კარიერის გამორჩეულ მომენტებს იხსენებს
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში “ნამდვილი ამბავი” კარიერის გამორჩეულ მომენტებს იხსენებს. დიეგო მარადონა მარადონაზე რამდენჯერ ვიტირე… ზოგჯერ Facebook-ზე კუსტურიცას გადაღებული ფილმის მონაკვეთ მხვდება, რომ მღერის და ტირის, საკუთარ სახელს არ ახსენებს სიმღერაში, ერიდება. პირველად რომ შევხვდი, ჩავეხუტე, ფოტო მაქვს გადაღებული. დათო ტურაშვილი შემხვდა და ვუთხარი, ეს ჩემთვის იმას ნიშნავდა, შენ რომ ილია ჭავჭავაძე […]
არველაძეების სახალისო ვიდეო Tik Tok-ზე
კიდევ ერთი არველაძე თურქეთში – ვატომ სუპერლიგის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 22 წლის თავდამსხმელი სულერლიგაში დაბრუნებულ “კარაგმიურუქში” ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც ბოლო 4 თვე მშობლიურ თბილისის “ლოკომოტივში” გაატარა, თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სტამბულში დაარსებული კლუბი სუპერლიგაში 1984 წლის შემდეგ პირველად აღზევდა. საინტერესოა ისიც, რომ “კარაგმიურუქის” ვიცე-პრეზიდენტი ვატოს ბიძა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი არჩილ არველაძეა. ვატო არველაძე, რომელსაც საქართველოს […]
27 წლის წინ: პირველი ევროპული გამარჯვება დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში (ვიდეო)
ზუსტად 27 წლის წინ, 1993 წლის 18 აგვისტოს, დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა, საკლუბო დონეზე პირველი საერთაშორისო გამარჯვება იზეიმა. ეს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მოხდა. “დინამო თბილისის” მეტოქე “ლინფილდი” გახლდათ – ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი, რომელთანაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. მატჩი მასპინძლებმა სწრაფი გოლით დაიწყეს […]
დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ნიკა ნინუა “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი გახდება. ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ შოთა არველაძემ თურქულ პრესასთან კომენტარი გააკეთა. “მოდით ჩემი და არჩილის მაგალითი გავიხსენოთ, ჩვენ თურქეთში გერმანიიდან კი არა, საქართველოდან ჩამოვედით. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს ჩემპიონატში არ შეიძლება თამაშობდეს მაღალი კლასის ფეხბურთელი. ძლიერი მოთამაშის ხილვა ნებისმიერ ლიგაში შეგიძლიათ. ბოლო წლებში, თურქეთიდან ევროპაში […]