მესიმ კოპა ამერიკის მოგება 20.000 გულშემატკივრის წინაშე აღნიშნა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, არგენტინამ ბოლივიას 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სამივე გოლი ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც ლეგენდარული პელეს რეკორდი დაამხო და სამხრეთ ამერიკის ყველა დროის, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, არგენტინამ პირველი საშინაო შეხვედრა გამართა. ლეო მესიმ და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ბუენოს აირესში, 20.000 გულშემატკივრის წინაშე აღნიშნეს […]
ურუგვაი 0:1 არგენტინა (მიმოხილვა)
კოლუმბიას კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლებას ართმევენ
კოლუმბიაში რამდენიმეკვირიანი პოლიტიკური არეულობის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიმდინარე წლის ზაფხულში, კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოერთვათ. ესპანური Marca-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ დამამცირებელი აღმოჩნდა და კონმებოლის ხელმძღვანელებისთვის და ისინი იძულებული გახდნენ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიეღოთ. მმართველ ორგანოსთან ახლოს მყოფი წყაროები Marca–ს აცნობენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტურნირის მასპინძლობის უფლების არგენტინისთვის […]
პოჩეტინომ მონაკოს უარი უთხრა – არგენტინელს დიდი ამბიციები აქვს
“მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ფრანგულ კლუბს ნიკო კოვაჩი უხელმძღვანელებს. თუმცა, შესაძლოა ხორვატი სპეციალისტის ადგილას მაურიციო პოჩეტინო აღმოჩენილიყო. The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რობერტო მორენოს გათავისუფლების შემდეგ, პირველი, ვისაც “მონაკოს” ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, სწორედ არგენტინელი იყო. “ტოტენჰემის” ყოფილმა მესაჭემ “მონაკოს” უარი უთხრა, რადგან მას გაცილებით დიდი ამბიციები აქვს და უფრო მაღალი კლასის გუნდში […]
ბრაზილიისა და არგენტინის გადადებული მატჩი, შესაძლოა, ავსტრალიაში ან აზიაში ჩატარდეს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკაში არ ჩატარდეს. Globo Esporte-ს ცნობით, გადატანილ თამაშს, დიდი ალბათობით, ავსტრალიის ან აზიის ერთ-ერთი ქვეყანა უმასპინძლებს, თუმცა ფიფას მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით არ დაუზუსტებია. შეხვედრა გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა, რადგან ბრაზილიის ხელისუფლების ინფორმაციით, 4 არგენტინელი ფეხბურთელი ქვეყანაში […]
ლაუტარო მარტინესი: “არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ”
“ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თქვა, რომ იგი მილანურ კლუბში ბედნიერია და ჯერჯერობით სხვა არაფერზე ფიქრობს. “ყოველდღე ვმუშაობ რათა გავუმჯობესდე. ახლა “ინტერის” ფეხბურთელი ვარ და მინდა თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ბედნიერი ვარ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, გვინდა გამარჯვება და კლუბის მაღალ საფეხურზე აყვანა. არ ვიცი რა მოხდება ხვალ, მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ “ინტერში” ვარ და აქ […]
ივან რაკიტიჩი: “სევილიაში მესისთვის ადგილს ნამდვილად ვიპოვნით”
აწ უკვე “სევილიას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ბარსელონა” დატოვა და ძველ გუნდში დაბრუნდა, ყოფილი თანაგუნდელის ლიონელ მესის მომავლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “მესისთვის “სევილიაში” ადგილს ვიპოვით, ამის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. არა, სერიოზულად რომ ვთქვა, ძალიან მახარებს ამ კლუბის ზრდა და წინსვლა. ჩვენ მუდმივად თავმდაბლები ვართ და ეს ფაქტი ძალიან მიზიდავს. მინდა […]